შსს-ს გენინსპექციამ ვალერი თელიას სამსახურებრივი გადაცდომა ვერ აღმოაჩინა
სამართალი - 11:13, 02 Apr, 2013     593

შსს-ს განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მითითებულია:


"შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 28 მარტს, ბათუმში, გორგასლისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერიან თელია, სამსახურებრივი ავტომანქანით ახორციელებდა ოპერატიულ საქმიანობას, რა დროსაც მას საავარიო ვითარება შეუქმნა გორგასლის ქუჩიდან მიმავალმა ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე როინ ფარტენაძე. ვალერიან თელიამ დამრღვევ მძღოლს ხმოვანი სიგნალი მისცა, რაზეც როინ ფარტენაძემ რამდენიმე ხმოვანი სიგნალით უპასუხა და თელიას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა.

"აღნიშნულის შემდეგ ვალერიან თელიამ ავტომანქანა უკან დასწია და გააჩერა. ავტომანქანიდან გადმოსული როინ ფარტენაძე აგრესიული იყო და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ვალერიან თელიას. თელიამ დამრღვევ მძღოლს ოფიციალურად წარუდგინა თავი და მიუთითა, რომ მას ემოძრავა საგზაო წესების დაცვით, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან, მოუწოდა მას სიმშვიდისაკენ, დაასრულა მოქალაქესთან საუბარი და გაემართა თავისი ავტომანქანისკენ. ამის შემდგომ მოქალაქე როინ ფარტენაძემ კვლავ გააგრძელა აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასადმი უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენება, რამაც გამოიწვია მათ შორის გარკვეული დაძაბულობა. ამ დროს ,,მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მოქალაქე როინ ფარტენაძის თანმხლები პირი, რომელიც ცდილობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფარტენაძის დამშვიდებას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი",- აღნიშნულია შსს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეტალებში გარკვევის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან მოახდინეს ჩანაწერების ამოღება.

"კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი - გ. ს. მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში", საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გ. ს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა. გ.ს-ს მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის დამალვა, ზემოაღნიშნული დაუდევარი ქმედებით გამოწვეული შეცდომის შესახებ გ.ს-მ პატაკით აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელს. ამის შემდეგ მან მოძებნა ინციდენტის ამსახველი ალტერნატიული ვიდეომასალის ამსახველი წყარო, კერძოდ, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ,,ავერსი"-ს აფთიაქის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა მედია საშუალებები",- განმარტებული სამინისტროს განცხადებაში.

იმავე დღეს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც ,,ავერსი"-ს აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა.

"სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ ,,ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური",- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42