ჟურნალ "ტაბულასა" და ამავე სახელწოდები ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ იმ წლების განმავლობაში, რაც ავიარეისებით დაფრინავს, ჩემოდნის გახსნა ეროპორტში პირველად მოსთხოვეს.
თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გარეთ მას მეუღლე, გიგა ბოკერია ელოდებოდა, მისი დაცვის წევრს კი უთხრეს, რომ ვიღაცამ სუბუტექსი შემოიტანა და იმიტომ მოითხოვეს ჩემოდნის გახსნა, თუმცა, თამარ ჩერგოლეიშვილს არ სჯერა, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, შესაძლოა, არ სცოდნოდათ, ვის ჩემოდანს ხსნიდნენ:
"კითხვა - თუ სუბუტექსს ეძებდნენ, ვიტამინები რატომ არ დაათვალიერეს, ეგებ ყუთი სულ სუბუტექსით მქონდა სავსე :)
მეორე კითხვა - სუბუტექსთან შემოსავლების სამსახური რა შუაშია? მე მგონი ნარკომანიასთან ბრძოლა კრიმინალური პოლიციის კომპეტენციაა, არა?
მოკლედ, ვინც ამ საწყალ ხალხს დავალებებს აძლევთ - ანუ ივანიშვილის მთავრობა, გაითვალისწინეთ, რომ ფული ჩემოდნებით არ გადამაქვს, რაც მაქვს, ბარათზე მაქვს და როგორც ელენე ხოშტარიას და ოთო კახიძის ანგარიშები გადაეცით ვინმე მიქიაშვილს, ისევე შეგიძლიათ ჩემს ანგარიშში "ჩაიჭყიტოთ"", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და მთავრობას მოუწოდებს, არასწორი დავალებების მიცემის გამო რთულ მდგომარეობაში არ ჩააგდონ სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






