მოსკოვში, 4 წლის აღსაზრდელის მკვლელობაში ბრალდებულმა ძიძამ, უზბეკეთის მოქალაქემ გიულჩეხრა ბობოკულოვამ აღიარებითი ჩვენება მისცა.
სამართალდამცავებმა გიულჩეხრა ბობოკულოვა იმ სახლში მიიყვანეს, სადაც მან მკვლელობა ჩაიდინა. მან გამომძიებლებს აჩვენა სახლი , სადაც მუშაობდა და დაწვრილებით მოყვა მკვლელობის დეტალები. როგორც გიულჩეჰრ ბობოკულოვამ განაცხადა, დანაშაულის ჩადენის მიზეზი ქმრის ღალატი გახდა. თუმცა, რა კავშირშია მისი ქმარი იმ ოჯახთან, სადაც ის ბავშვის მომვლელად მუშაობდა, ეჭვმიტანილმა ვერ ახსნა.
შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში, მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს. ბინაში შესულებს 4 წლის გოგონა, თავმოჭრილი და დამწვარი დახვდათ. მოგვიანებით, მეტროსთან «Октябрьское поле» ბავშვის ძიძა დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, “ალაჰ აკბარ”-ს იძახდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.
როგორც აღმოჩნდა, ექიმების შეცდომის გამო, ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნებოდა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც სიარული არ შეეძლო. ოჯახი ბევრს მუშაობდა, რომ გოგონას მკურნალობის ხარჯები დაეფარა. გავრცელებული ცნობით, სამკურნალოდ გოგონას გერმანიაში წასაყვანად, მშობლები ფულსაც აგროვებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






