ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში "დედამთილმა" "რძალი" თმით ათრია(ვიდეო)
საზოგადოება - 07:27, 02 Apr, 2013     10147

 

ანონსის მიხედვით, გადაცემაში მოწვეული იყვნენ ერთ ოჯახში მცხოვრები რძალი და დედამთლი, რომელებმაც პირდაპირ ეთერში გაარჩიეს თანაცხოვრების დეტალები. გადაცემის მსვლელობისას დედამთილმა რძალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

"მოხვალ სახლში და მერე ნახავ!", - ეუბნება საშუალო ასაკის ქალი ახალგაზრდას, ხოლო მისი პასუხის შემდეგ: "საღამოს პატრულს რომ დაგაყენებ თავზე, მერე ნახავ შენს სეირს!", მუქარას რეალურ ქმედებას აყოლებს: "არც პატრულისა არ მეშინია და მაგ თმებს ღერა-ღერად დაგაცლი!", - რის შემდეგაც გოგოს თმებში წვდება, თუმცა, მათ შორის გადაცემის წამყვანი დგება...

 

სტუდიაში მიწვეული სტუმრები წამყვანმა წარადგინა, როგორც რძლისა და დედამთილის ნაცნობ-მეგობრები. დისკუსიაში სტუმრებიც ერთვებოდნენ.

 

იმის გამო, რომ გადაცემის მსვლელობის დროს არ ყოფილა რაიმე სახის მინიშნება მის მოდელირებაზე, ტელეკომპანიის ოფისში ზარები არ წყდებოდა: მაყურებლები სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ ოჯახური დაპირისპირების ასე აფიშირებას და ზოგიერთი მაყურებელი გადაცემის შეწყვეტასაც ითხოვდა.

 

თუმცა, მალევე ყველაფერი გაირკვა, როცა გადაცემის ბოლოს წამყვანმა გამოაცხადა, რომ დღეს პირველი აპრილია და სინამდვილეში, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ სტუდიაში გადაკიდებული ქალები არა რძალ-დედამთილი, არამედ მსახიობები იყვნენ...

 

მოგვიანებით, გადაცემის ფრაგმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ცალკე ატვირთა ვიდეოპორტალებზე და სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ვიდეომასალა მოკლე ხანში გახდა პოპულარული.

 

ვიდეოს ნახვა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42