Washington Post-ი ქუთაისში გამართულ გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
საზოგადოება - 13:44, 22 Oct, 2012     298
"მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობა აღუთქვეს, დაძაბულობა, რომელიც პარლამენტის პირველსავე სესიას ახლდა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს შეიძლება მღელვარე თვეები ელოდებოდეს", - ნათქვამია სტატიაში.Washington Post-ი პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ მეტოქეებად მოიხსენია და არა – მტრებად.თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ამის მიუხედავად მხარეებს შორის ანტაგონიზმმა თავი კიდევ ერთხელ იჩინა, როდესაც "ქართული ოცნების" პარლამენტარები სააკაშვილის დარბაზში შემოსვლისას ფეხზე არ ადგნენ.ამასთან დაკავშირებით, გამოცემა ივანიშვილის კომენტარზეც მიუთითებს, "ივანიშვილის განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ჯიბრიანი საარჩევნო კამპანიისას მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა. მიუხედავად ამისა, იგი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შურისძიებასა და დევნას არ აპირებს და ამბობს, რომ ნებისმიერ კონფრონტაციას მოერიდაბიან", - წერს Washington Post-ი .სტატიის დასასრულს ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის ახალ შენობაზეც."პარლამენტმა თბილისში მდებარე საბჭოთა პერიოდის დროინდელი შენობიდან ქუთაისში - ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში გადაინაცვლა. კვირის სესია პირველი იყო ახალი შენობისთვის, რომელიც შუშის გუმბათიან მოდერნისტულ ნაგებობას წარმოადგენს", - ნათქვამია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42