„ბიბისის“ ცნობით, მეცნიერებმა პოლინეზიის ერთ-ერთ საავადმყოფოში ამ სინდრომით დაავადებული 42 პაციენტის სისხლის ანალიზი შეისწავლეს, რა დროსაც გაირკვა, რომ თითქმის ყველა მათგანს ზიკას ვირუსი ჰქონდა. მათი ვარაუდით, ზიკა, სავარაუდოდ, გინე-ბარეს გართულებას იწვევს.
გინე-ბრეს ვირუსი იწვევს კუნთების სისუსტესა და სუნთქვით პრობლემებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.
როგორც ცნობილია, ვირუსი კოღოების მიერ ვრცელდება. ზიკა აფრიკიდან და აზიიდან სამხრეთ ამერიკაში 2015 წელს შევიდა და სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კოლუმბიასა და ბრაზილიაში. დაფიქსირდა ევროპაშიც - დანიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში. ვირუსი გამოვლინდა რუსეთშიც. მოსკოვში მცხოვრები ქალბატონი დომინიკელთა რესპუბლიკაშ იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ვირუსით დაინფიცირდა.
არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ვირუსით დაავადებული ახალშობილები მიკროცეფალიით (თავის არაპროპორციულად პატარა ზომა) იბადებიან.
მასალის გამოყენების პირობები






