კრიზისის წინა მდგომარეობა საქართველოში -0,8%-იან ეკონომიკურ ზრდას ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ
პოზიცია - 17:03, 29 Feb, 2016     5275
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არადამაიმედებელ მონაცემებს აქვეყნებს. 2016 წლის იანვარის თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 0,8 %-ია. მნიშვნელოვნად შემცირებულია იმპორტ -ექსპორტი. ეს მაშინ როცა 2015 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2,8 პროცენტი იყო.

საქონლის ექსპორტმა 2016 წლის იანვრის თვეში 122,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,9%-ით ნაკლებია. საქონლის იმპოტმა 405,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც -24,8%-ია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24,1%-ით შემცირებულია საგარეო სავაჭრო ბრუნვაც და მან 527,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ნიუპოსტმა“ საქ.სტატის მონაცემების შეფასება დარგის ექსპეტებს სთხოვა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ეკონომიკა ვარდნაშია, მიზეზი კი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, ხოლო გამოსავალი, რეფორმებშია.

„ოფიციალურ პროგნოზთან შედარებით, საქმე გვაქვს რეცესიასთან, ანუ ეკონომიკა ვარდნაშია, თითქმის ნულთან მიახლოებული.

დამაფიქრებელი ფაქტია, თითქმის მეოთხედით შემცირებული ექსპორტ-იმპორტი, რაც ქვეყნაში სამეწარმეო აქტივობის ასევე მოსახლეობის მოთხოვნის შემცირების შედეგია. სამომხმარებლო ბაზარი ინერტულია არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ სურთ რაიმე საგნების ან მომსახურების შეძენა, უბრალოდ ჩვენი მოქალაქეების ოჯახის ბიუჯეტები ამის საშუალებას არ იძლევიან. ის რომ ბიზნესიც იანვრის თვეში აქტიური არაა, მოწმობს ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების და ახალი საწარმოების რეგისტრაციის შემცირება.

ასეთ ტენდენციას ადგილი ჰქონდა არა მარტო იანვარში, არამედ დეკემბერშიც. სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი სტარტი უკვე ტრადიციად იქცა, რაც, როგორც წესი, წლიურ შედეგზე ახდენს გავლენას. ასე მოხდა გასულ წელს, როცა მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ სანახევროდ შესრულდა.

ფუნდამენტალური მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, ხოლო გამოსავალი, რეფორმებშია.

არასტაბილური გარემო და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, ბიზნესს მოლოდინის რეჟიმში ჩააყენებს, ხოლო ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არა რეფორმები, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება იქნება „- განუცხადა ჩახვაძემ „ნიუპოსტს“.

0,8 %-იაან ეკონომიკურ ზრდას კრიზისის წინა მდგომარეობას უწოდებს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე. ექსპერტი პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს.

„მთავრობამ ვერანაირად ვერ მოახერხა გამოეცოცხლებინა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მას წარმოდგენა არ აქვს რა უნდა გააკეთოს. 2 თვე გავიდა და ბიუჯეტსაც ვერაფერი მოუხერხეს. ბიუჯეტი უმძიმეს მდგომარეობაშია. სახეზეა 264 000 000 - იანი დეფიციტური ხარჯვა - მთელი ხარჯვების 20 % არის ნაშთები. გასაგებია, რომ ქვეყანაში იკლო ექსპორტმა, ამავე დროს იკლო იმპორტმა და ვალუტის ბალანსი იგივე დარჩა. საგარეო ფაქტორებიც არსებობს, თუმცა არ შეიძლება მხოლოდ ეს გარემოებები გამხდარიყო იმ მძიმე ვითარების მაპროვოცირებელი. ლარის გაუფასურებაში ლომის წვლილი მიუძღვის დეფიციტურ ხარჯებს. ასეთი ვარდნა თითქმის არასდროს ყოფილა. ფინანსურ სისტემაში სერიოზული კრიზისია და ეკონომიკური ზდა ფაქტობრივად ნულამდეა დასული. თუ ასე გაგრძელდა იმ 3 % - იან ზრდასაც ვერ მივაღწევთ, რომელიც ისედაც ვერ დაეტყობა მძიმე სოციალურ ცხოვრებას“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ რომან გოცირიძემ.

როგორ აისახება ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მოსახლეობაზე და რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან ამის გარკვევას "არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ექსპერტთან მარიამ ჩაჩუასთან შევეცადეთ.

"ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით არც შარშან და არც ახლა არის სახარბიელო მდგომარეობა. წელს ქვეყანა შედის საარჩევნო ფაზაში, აქედან გამომდინარე ბიზნესი გადადის მოლოდინის რეჟიმში და კერძო სექტორის აქტიურობის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია. ასევე დავამატოთ ისიც, რომ საგარეო ფაქტორებისა და მცდარი შიდა პოლიტიკის შედეგად ლარის კურსის ვარდნამ დამატებით გაუზარდა ბიზნესს ხარჯები.

შემცირებული ეკონომიკური ზრდა თავისთავად ცხადია უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. 2015 წლის იანვართან შედარებით 134,5 მლნ დოლარით არის შემცირებული იმპორტი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა მოხმარება არ გაზრდილა, შიდა მოხმარების ზრდა კი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთვარი კომპონენტია. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში სესხების უმეტესობა დოლარში გაიცემა, ამან პოზიტიური გავლენა ვერ მოახდინა საექსპორტო საქონლის წარმოების ზრდაზე, ამასთანავე მანათის და რუბლის გაუფასურებამ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პირობები კიდევ უფრო გააუარესა და სახეზე მივიღეთ რომ მიმდინარე წელს ექსპორტიც შემცირდა 34,3 მლნ ლარით.

ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის წახალისების კუთხით ოპტიმალური გამოსავალი არის მთავრობის მიერ ეკონომიკის განვითარების სწორი ხედვის დადება და სტაბილურობის განცდის გაჩენა ბიზნეს სექტორში"- ამბობს ჩაჩუა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42