მსოფლიო მასშტაბის ბანკირები თიბისი კაპიტალის სათავეში
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:56, 29 Feb, 2016     1858
თიბისი ბანკმა თიბისი კაპიტალის მმართველ დირექტორებად ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშვილი დაასახელა. ისინი ერთად გაუძღვებიან თიბისი ბანკის საინვესტიციო საბანკო მიმართულებას, რომელიც ბაზარს სთავაზობს კორპორატიულ კონსულტაციებს, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას საქართველოში.

ლევან შანიძე და ავთანდილ გიგინეიშილი გამოცდილი პროფესიონალები არიან; თითოეულ მათგანს ლონდონისა და ჰონ კონგის საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

ავთანდილ გიგინეიშვილი ლონდონში Jefferies International-ის მმართველი დირექტორი და აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. თავდაპირველად ის კომპანიაში იმ გუნდის წამყვანი წევრი იყო, რომელმაც შექმნა წარმატებული ბიზნესი, ბიზნესი, რომელიც მართავდა ევროპისა და აშშ-ის ინსტიტუციური და საცალო სეგმენტის კლიენტების 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. მოგვიანებით ავთანდილი ამ გუნდის ლიდერი გახდა. დაახლოებით 20 წლიანი კარიერის მანძილზე მას მოუწია ემუშავა რამდენიმე ბაზრისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში და ჩართული იყო ბიზნესის განვითარებისა და ოპერაციების ნულიდან დაწყების ყველა ასპექტში. კიდევ უფრო ადრე კი ავთანდილ გიგინეიშვილი Jefferies International-ში კვლევით ანალიტიკოსად მუშაობდა და მის ფუნქციებში საერთაშორისო კონვერტირებადი ობლიგაციების კვლევა და სხვადასხვა სავაჭრო გარიგებაზე იდეების გენერირება შედიოდა. ავთანდილ გიგინეიშვილი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ტულანის უნივერსიტეტიდან (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა). ის, ასევე, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტროინჟინერიაში.

ვიდრე თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდებოდა, ლევან შანიძე იყო ჰონ კონგში Silverhorn Investment Advisors-ის მმართველი დირექტორი და მართავდა წამყვან მაკროფონდს. ლევანის კარიერაში აქტივების მართვას წინ უსწრებდა სხვადასხვა პოზიცია კაპიტალის ბაზრების სფეროში, ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Nomura, Lehman Brothers, JP Morgan და Jardine Flemings. მის ფუნქციებში შედიოდა კერძო კაპიტალის დერივატივების ბიზნესის შექმნა, ინდოეთის კაპიტალის ბაზრებით ვაჭრობის ხელმძღვანელობა, კერძო კაპიტალით ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე. ლევანი ფლობს საიმონის ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ფინანსებისა და კორპორატიული აღრიცხვის მიმართულებით. ამასთანავე, ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოფიზიკაში.

თიბისი კაპიტალის მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და დაეხმაროს ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში, ამასთანავე, ადგილობრივ კომპანიებს გაუხსნას გზა დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ, სადაც დღეს ტრადიციული საბანკო სესხები დომინირებს.

თიბისი კაპიტალი დაარსდა 1999 წელს და საქართველოს ბაზრის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.

მისი მშობელი კომპანია, თიბისი ბანკი არის საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის აქციებიც ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: TBCB LI).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42