დიკაპრიოს ოსკარი - ფეხზე წამომდგარი დარბაზი და მსახიობის შეუდარებელი სიტყვა (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 10:29, 29 Feb, 2016     3686



ლეონარდო დიკაპრიომ კარიერის განმავლობაში პირველი "ოსკარი" 2016 წელს მიიღო და შეუადარებელი სამადლობელი სიტყვაც წრმოთქვა. "ძალიან დიდი მადლობა. მადლობა აკადემიას და ყველას, ვინც ამ დარბაზში ხართ. აუცილებლად უნდა მივულოცო ყველა იმ შესანიშნავ ადამიანს, რომელიც წელს სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი. „რევენანტის“ წარმატება დაუღალავი შრომისა და საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა. პირველ რიგში, მადლობა ჩემს განუყრელ ძმას - ტომ ჰარდის. ტომ, შენს ნიჭიერებაზე უფრო დიდი მხოლოდ შენი მეგობრობის ნიჭია. მადლობა ჩემს გუნდს. მადლობა სათითაოდ ყველას ჩემი კარიერის ყველა ეტაპიდან. მადლობა ჩემს მშობლებს - უთქვენოდ ვერაფერს შევძლებდი... და მეგობრებს - საოცრად მიყვარხართ და თქვენ იცით, ვისაც გგულისხმობთ.

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო: „რევენანტი“ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას ეძღვნება. ბუნებას, რომლის მდგომარეობაც ყველამ ერთად ვიგრძენით 2015-ში - რომელიც ისტორიაში ყველაზე ცხელ წელიწადად ჩაეწერა. გადამღები ჯგუფი იძულებული გახდა პლანეტის უკიდურეს სამხრეთში წასულიყო იმისათვის, რომ თოვლი ეპოვა. კლიმატური ცვლილებები ნამდვილად ხდება, თანაც ახლა, ამ წუთებში! ეს ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება. ამიტომ, აუცილებელია, ერთობლივად ვიმუშაოთ და გავიაზროთ, რომ საქმის გადადება აღარ შეიძლება. გვერდში უნდა დავუდგეთ მსოფლიოს იმ ლიდერებს, რომლებიც მთავარი დამბიძურებლებისთვის კი არა, კაცობრიობის, დედამიწის მკვიდრების, მილიარდობით გაჭირვებული ადამიანისთვის საუბრობენ; რომლებიც ხმას იღებენ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის და მათთვის, ვისი ხმაც სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზის გამო ჩაიხშო.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ჯილდოსთვის! მოდი, ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი პლანეტა უბრალო საჩუქარია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საღამო უბრალო საჩუქარია. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42