რუსი მეცნიერების სენსაციური დასკვნა - სიცოცხლეს დედამიწაზე კოსმოსიდან წარმოიშვა
ეს საინტერესოა - 17:04, 28 Feb, 2016     13580

ინტერნეტგამოცემა Eadaily-ს ცნობით, რუსმა მეცნიერებმა შეისწავლეს მეტეორის ნამსხვრევები და აღმოაჩინეს მიკროორგანიზმები, რომლების ასაკიც ჩვენი პლანეტის ასაკის ტოლია და 4 მილიარდ წელს აღემატება. მეცნიერების აზრით ეს ფაქტი ადასტურებს იმ ჰიპოთეზას, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იყო შემოტანილი.

ამავე დასკვნამდე ადრე ამერიკელი მკვლევარი მაკკეინი მივიდა, რომელმაც შეისწავლა მეტეორი, რომელიც მისი ვარაუდით პლანეტა მარსს მოსწყდა, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახული ობიექტები იმდენად მცირე მასშტაბის იყო, რომ არადამაჯერებლი აღმოჩნდა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის ალექსეი როზანოვი, წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე აცხადებს, რომ პლანეტა დედამიწა მისი წარმოშობისთანავე იბომბებოდა მეტეორიტებით, რომლებზეც მრავლად იყვნენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები. ჰიპოთეზის თანახმად, ამ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ სიცოცხლე განაგრძონ კოსმოსშიც, რადგან ისინი იმყოფებოდნენ მეტორზე არსებულ ყინულში. ამასთან, მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს კოსმოსურ მტვერშიც, რომელიც კოსმოსურ სადგურზე დაილექა.

აღსანიშნავია, რომ ადრე ევროპელმა ასტროფიზიკოსებმა ასევე აღმოაჩინეს კოსმოსში სიცოცხლის არსებობა. გაზისებრ ღრუბელში, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში იმყოფება, 26 ათასი სინათლის წლის მანძილზე, მათ აღმოაჩინეს მოლეკულები, რომელიც დნმ-ის შემადგენლობაში შედის.

ზემოთთქმული არა მარტო იმას ამტკიცებს, რომ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმები კოსმოსიდან მოხვდა, არამედ მის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ცივილიზაციის პარალელურად კოსმოსში შესაძლებელია წარმოშობილიყო, ევოლუცია განეცადა და განვითარებულიყო სხვა ცივილიზაციებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42