რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ვლადიმერ პუჩკოვის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ვორკუტაში, მაღარო "სევერნაიაზე" მორიგი აფეთქების დროს ამ დრომდე დაკარგულად გამოცხადებული 26 მეშახტე ცოცხალია, 0-ის ტოლია.
როგორც ცნობილია, მაღაროში 25 თებერვალს მეთანის გაჟონვას მოხდა, რასაც ზედიზედ 2 აფეთქება მოყჰვა. შედეგად დაიღუპა 4 და დაკარგულად გამოცხადდა 26 მეშახტე. 27 თებერვალს გვიან ღამით კიდევ ერთმა აფეთქება მოხდა, რასაც 6 ადამიანის 1 მეშახტისა და 5 მაშველის სიკვდილი მოჰყვა. შესაბამისად სამივე აფეთქებას, მინისტრის განცხადებით 36 ადამიანი შეეწირა.
მინისტრის განცხადებით, ის პირობები რაც ამჟამად მაღაროშია, ადამიანის სიცოცხლისათვის აბსოლუტურად შეუსაბამოა.
"მაღალი ტემპერატურა და ჟანგბადის ნაკლებობა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ არავინ გადარჩენილა, ამასთან, მესამე აფეთქებაც იმ ადგილას მოხდა, სადაც დაკარგული მეშახტეები შეიძლება ყოფილიყვნენ," - აცხადებს პუჩკოვი.
მასალის გამოყენების პირობები






