ლატვიის ნაციონალისტური ბლოკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლტოლვილები, რომლებიც ახლა ევროპის ტერიტორიაზე შემოდიან, უფრო კარგად მოახდენენ ლატვიურ კულტურასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებას, ვიდრე რუსები. ამ ბლოკის წარმომადგენელის, ლატვიის კულტურის მინიტრის, დაცე მელბარდეს სიტყვებით: „ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია. ერთის მხრივ ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა და მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მეორეს მხრივ, ლტოლვილთა მოტივაცია, ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში, მიიღონ მისი კულტურა და ტრადიციები“.
მისი სიტყვებით, ლატვიის მთავრობამ შექმნა კომპლექსური გეგმა, რომელიც ამ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამ გეგმაში შედის ენისა და ქვეყნის ისტორიის შესწავლა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ქვეყნის კანონმდებლობის, უფლებებისა და მოვალეობის გაცნობა.
„ლტოლვილები, რომლებსაც ლატვია მიიღებს, შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული ამგვარ ინტეგრაციაშ, ვიდრე ზოგიერთი პირები, რომლებიც მ,ეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასახლდნენ ქვეყანაში,“ - აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობის უმრავლესობა არის იმ ადამიანთა შთამომავალი, რომელიც რუსეთის მიერ ლატვიის ოკუპაციის შემდეგ შემოვიდა ქვეყანაში. მათ დიდ ნაწილს პრინციპულად არ სურს ისწავლონ ლატვიური ენა, გაეცნონ იმ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, სადაც ცხოვრობენ და ითხოვენ, რომ მათ უპირობოდ მიენიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა.
მასალის გამოყენების პირობები






