როგორც „გარდიანი“ წერს, მეცნიერებმა ექსპერიმენტი სტუდენტებზე ჩაატარეს, რომელშიც მონაწილე ჯგუფების ნაწილს ლექციები დილის 8:30 საათზე, ნაწილს კი 10:00 საათზე გადაუტანეს.
ექსპერიმენტის შედეგების თანახმად, ის სტუდენტები, რომლებიც სწავლას ათ საათზე იწყებდნენ, ბევრად უფრო პროდუქტიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ლექციები დილის 8:30 საათზე ეწყებოდათ. ისინი ლექციებზე კარგი განწყობით მიდიოდნენ და უკეთესი შედეგებიც ჰქონდათ.
მეცნიერების თქმით, იგივე რეზულტატია სკოლის მოსწავლეებსა და დასაქმებულ ადამიანებთან მიმართებითაც.
მათი თქმით, ადამიანის ორგანო ისეა მოწყობილი, რომ მისი სასიცოცხლო ორგანოები – გული და ღვიძლი მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე დილის ათ საათზე გადადის. ათ საათამდე გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა კი ნეგატიურად აისახება როგორც მისი ორგანოების მდგომარეობაზე, ასევე ფსიქიკაზეც. რაც დაბალი პროდუქტიულობაში გამოიხატება.
როგორც ოქსფორდის პროფესორი პოლ კელი ამბობს, ადამიანის ორგანული საათის გათვალისწინებით, სკოლებსა და სამუშაო დაწესებულებებში დიდი სოციალური ცვლილებაა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






