რობერტ სტურუა თვლის, რომ რუსთაველის თეატრში დაბრუნება მისი შეცდომაა
საზოგადოება - 15:38, 01 Apr, 2013     1000

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ სტურუამ თეატრში რეპრესიები დაიწყო. "კვირის პალიტრა" ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ რობერტ სტურუას დაუკავშირდა.

 

"თეატრმცოდნეებს თავიანთი აზრი აქვთ. წინასწარმეტყველებენ რაღაცებს და სამხატვრო ხელმძღვანელი თუ რამეს გადაწყვეტს, ჰგონიათ, არიქა, რეპრესიები დაიწყოო. ვის უნდა გავუსწორო ანგარიში?! მსახიობები ძალიან მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში არიან. ვთქვი კიდეც, არ მაინტერესებს თქვენი პარტიულობა-მეთქი", - აღნიშნავს სტურუა.

 

სტურუა ხუხაშვილის მიერ გავრცელებულ წერილსაც ეხმაურება:

 

"ძალიან კარგად ვიცი ჩვენი ბობოლა მთავრობის წევრები პუტინის მისაღებში რომ ისხდნენ და მასთან აუდიენციას რომ უცდიდნენ, მაგრამ არ მიიღეს. ეს ბოლო პერიოდში ხდებოდა, როცა იგრძნეს, რომ შეიძლებოდა წაეგოთ. რაც შეეხება ვაშაძეს, ისედაც ყველაფერი ვიცოდი. ეს წერილი არ წამიკითხავს, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. თუმცა, ომის შემდეგ სამ თვეში თუ მისწერდა ასეთ წერილს ვერ წარმოვიდგენდი", - ამბობს რობერტ სტურუა.

 

სტურუა ნანობს რუსთაველის თეატრში რომ დაბრუნდა:

 

"ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დავუშვი, რუსთაველის თეატრში რომ დავბრუნდი. მოხვიდე-წახვიდე - სისულელეა. მაგრამ ვთვლი, რომ არ უნდა მოვსულიყავი. შესანიშნავად წავედი, არ ვუღალატე რუსთაველის თეატრის ტრადიციებს. სამხატვრო ხელმძღვანელებს სულ ყრიდნენ, სანდრო ახმეტელი დახვრიტეს კიდეც. მსახიობების ჯგუფი გადაასახლეს, შემდეგ თუმანიშვილი გააგდეს, ალექსიძე ... მეც ისეთივე "ლოგიკით" გამიშვეს", - დასძენს სტურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42