სექს-რობოტები - მითი თუ რეალობა?
ეს საინტერესოა - 15:10, 27 Feb, 2016     5971

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიქმნება სპეციალური რობოტები, რომლთაც ადამიანების სექსუალურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლებათ. ბუნებრივია, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში, თითქოს უჩვეულო არაფერია, თუმცა სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არც თუ ისე ადვილი იქნება და არც სექსრობოტები ინებიან პოპულარულები.

რობოტოფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ამგვარი რობოტები 2060-70 წლისათვის უკვე მასობრივ წარმოებაში გამოვა. მართალია, დღეს ხელოვნური ინტელექტი და რობოტოტექნიკა საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ რამდენად რეალურია მართლაც ეს ფაქტი?

პირველი სირთულე - რამდენად რეალისტური იქნება ეს რობოტი და ხომ არ დააფრთხობს „მომხმარებელს?

დღესაც არსებობს გარკვეული მოწყობილობები, მაგრამ ეს მხოლოდ სათამაშოებია და მეტი არაფერი. სექს რობოტებს უნდა ჰქონდეს „ადამიანური“ გარეგნობა, სხეული და რაც მთავარია, პირველი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებმა უნდა შექმნან ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც პარტნიორთან სრულფასოვანი ურთიერთობა შეეძლება, ექნება მოთხოვნებზე პასუხისა და მისგან სწავლის შესაძლებლობა. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ რობოტმა უნდა „იაზროვნოს“ და არა მექანიკურად შეასრულოს პარტნიორის ბრძანებები. მან უნდა შესძლოს ადამიანის მზერის მიმართულების დაჭერა, მისი სახის გამომეტყველების წაკითხვა, იყოს ინიციატივიანი, აკეთოს ის, რაც პარტნიორს მოეწონება. ამასთან, ბევრ ადამიანს მოსწონს, როდესაც მას პარტნიორი სექსის დროს ესაუბრება კიდევაც. ანუ მას სრული ემოციური არსენალი უნდა გააჩნდეს.

რობოტი ასევე უნდა იყოს საკმაოდ პლასტიკური, მოძრავი და შეეძლოს სხვადასხვა მდგომარეობის მიღება. შესაბამისად აქ უკვე საქმეში რობოტის ინჟინერული სრულყოფაც ერთვება. უნდა შეიმნას ხელოვნური კანი, სახსრები, რობოტის კიდურები და სხეული ბუნებრივად უნდა მოძრაობდეს, სრულიად იმეორებდეს ადამიანის პლასტიურობას.

განსაკუთრებით რთულია კანის იმიტირება. აქ არამარტო აუცილებელია ადამიანის სხეულის არათანაბრობისა და ტემპერატურის გათვალისწინება, იგი უნდა იყოს დამყოლი, იცვლიდეს ფერს.

არანაკლები მნიშვნელობა ექნება ხმის ტემბრს, საუბრის მანერის ცვლილებას კონკრეტული შემთხვევისათვის. ასე რომ, ინტელექტუალური, ფსიქოემოციური პრობლემების გარდა არსებობს საინჟინრო პრობლემაც.

ეს ყველაფერი კი ფაქტობრივად ხელოვნური ადამიანის შექმნას ნიშნავს.

აღარაფერს ვამბობთ, რამდენად მისაღები იქნება ადამიანისთვის ამგვარ თოჯინასთან ურთიერთობა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, რა იქნება მათი ფასი... ყოველივე ამის გამო, სექს-რობოტის შექმნა საკმაოდ არარეალისტურად, ფანტასტიკურ იდეად წარმოგვიდგება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42