„დუმამ ისევ უარი თქვა ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგო. ადგა მხოლოდ ორი დეპუტატი გუდკოვი და გრაჩოვი."- წერს გუდკოვი.
გუდკოვს განუმარტეს , რომ ეს წინადადება ეწინააღმდეგება ადრე მიღებულ შეთანხმებას წუთიერი დუმილის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„ეს პოლიტიკის საკითხი არაა, ეს ეთიკის და იმ ადამიანის მიმართ ადამიანური ურთიერთობის საკითხია, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში მუშაობდა, იყო ფრაქციის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი, გუბერნატორი და იაროსლავსკის მოქმედი დეპუტატი“- განაცხადა გუდკოვმა ამ ფაქტის კომენტირებისას.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფეხზე ადგომით პატივის მიგება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება- „როცა ქვეყანაში პრეზიდენტი გამოაცხადებს გლოვას“. ჟირინოვსკის თქმით ქვეყანაში ბევრი კარგი ადამიანი და სამწუხარო მოვლენები არსებობს, რომელთა გახსენებაც ადამიანს სურს. მაგალითად კი მან ნიკიტა ხრუშოვი მოიყვანა, რომელმაც „გაცილებით მეტი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვიდრე ბორის ნემცოვმა“ მან დეპუტატებს შეახსენა, რომ წუთიერი დუმილის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სათათბიროს საბჭო იღებს. ჟირინოვსკის დაეთანხმა სათათბიროს სპიკერი სერგეი ნარიშკინიც.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. წელს მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ აქცია მსოფლიოს 50 ქალაქში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






