5 ბიჭის გაზრდის შემდეგ , დიანამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა. თუმცა, ქალის ასაკის გამო, მისთვის მშობიარობა საკმაოდ სარისკოს წარმოადგენდა, ამიტომ მათ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. ბავშვთა სახლში ბენეფიციარების ფოტოების დათვალიერებისას მათი ყურადღება შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახული გოგონას შეშინებულმა მზერამ მიიპყრო. დიანამ გადაწყვიტა, რომ მას სწორედ ეს გოგონა უნდა ეშვილებინა.
როდესაც წყვილმა განაცხადა, რომ მათ ფოტოზე გამოსახული გოგონას შვილად აყვანა სურდათ, სოციალურმა აგენტებმა უპასუხეს, გოგონას „რაღაც“ სჭირდა და ურჩიეს ამ იდეაზე უარი ეთქვათ. თუმცა, წყვილს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და აგენტებმაც გოგონას შესახებ სიმართლე უამბეს.
როგორც აღმოჩნდა, სასტიკი მოპყრობის გამო გოგონას ფსიქიკური განვითარება ახალშობილის ტვინის განვითარების შეესაბამებოდა. ის 9 წლის იყო და ჯერაც პამპერსითა და საწოვარათი დადიოდა, ვერ მეტყველებდა გამართულად.
როგორც სოციალურმა აგენტებმა წყვილს უამბს, ბავშვი პრაქტიკულად ველური იყო. 7 წლამდე მას მშობლები როგორც ცხოველს, ისე ექცეოდნენ. დეტექტივი მარკ ჰოლსტი, რომელმაც გოგონა იპოვა, იხსენებს:
“27წელია პოლიციაში ვმსახურობ და ეს ყველაზე შემზარავი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში. ბინაში, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, საშინელი სიბინძურე იყო. ჭერში აბლაბუდები ეკიდა, იატაკზე ძაღლის ფეკალიები გროვებად ეყარა, ყველგან ტარაკნები დარბოდნენ. ამ სიბინძურეში ვიპოვეთ საშინლად გამხდარი 7 წლის გოგონა - დანიელა, სველი საფენებით“.
გოგონას ბიოლოგიურ დედას დედობის უფლება ჩამოართვეს და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს. ბავშვი კი სპეციალურ ბავშვთა სახლში ჩააბარეს, სადაც ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაცია დაიწყო. წელიწადნახევრის განმავლობაში ბავშვმა მხოლოდ მკვრივი საკვების ჭამა ისწავლა, სხვა მხრივ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

ბერნი და დიანა მოსმენილი ისტორიით შეძრულები იყვნენ, თუმცა დანიელაზე უარის თქმას არ აპირებდნენ.
„როდესაც პირველად დაგვინახა, შეშინებული კუთხეში მიიმალა. თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა“ - იხსენებს დიანა.
სოციალური მუშაკების თქმით, მათ შორის სულიერი კავშირი პირველივე წუთებიდან დამყარდა. დანიელა უცხო ადამიანების ნახვისას ისტერიკაში ვარდებოდა. ამ შემთხვევაში კი სულ სხვანაირად მოიქცა.
2 კვირის მანძილზე წყვილი ყოველ დღე მიდიოდა დანიელის მოსანახულებლად. როდესაც საბოლოოდ მიეჩვია ბავშვი ახალ მშობლებს, წყვილს ნება დართეს, სახლში წაეყვანათ.

დიანას და ბარნის გოგონას აღზრდაში პროფესიონალი ფსიქოლოგები და პედაგოგები ეხმარებოდნენ. გოგონა თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა. 13 წლის ასაკში მისი გონებრივი განვითარება 6 წლის ბავშვის მონაცემებს უტოლდებოდა, ახლა კი მისი გონებრივი მაჩვენებელი საშუალო კლასის დონეზეა.

მასალის გამოყენების პირობები






