სიკვდილზე ფიქრს , ალბათ ბევრი ჩვენგანი გაურბის. ცოტამ თუ იცის, რომ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს პოლიტიკურ მრწამსსე, ცრურწმენებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც კი. უფრო მეტიც, თქვენ შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, ცნობილი გახდეთ. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია: სიკვდილზე ფიქრი რადიკალურად ცვლის ჩვენს შეხედულებებსა სამყაროსა და საკუთარ თავზე.
სიკვდილზე დისკუსია დღითითდღე უფრო აქტუალური ხდება, როგორც პირად ასევე საჯარო ლექციების სახით. მაგალითად, სიკვდილის კაფე შევიცარიაში, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2005 წელს გაიხსნა და ძალიან მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ასეთ ადგილებში ხალხს შეუძლია ფინჯან ჩაიზე სიკვდილზე ისაუბროს.
სიკვდილზე თავშეკავებით საუბარი, ჩვენი შიშით აღიქმება. ამიტომ ხშირად გავურბივართ მასზე ფიქრს.
მაშ ასე, სიკვდილზე შფოთვის რა დონე შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად და როგორ ვლინდება ის?
2011 წელს ჟურნალ „ომეგაში“ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ადამიანს ყველაზე მეტად, საკუთარი სიკვდილის ნაცვლად, ახლობლების გარდაცვალების ეშინია.
ამავე კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანს გაცილებით დიდი შიში აქვს ტკივილით და მარტოობაში გარდაცვალების მიმართ, ვიდრე თვითმკვლელობისადმი.
საინტერესოა, როგორ აღიქვამენ ადამიანები იმ ფაქტს, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი ელით.
როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, სიკვდილზე ფიქრები აძლიერებს ადამიანის ნაციონალისტურ რწმენას და სხვა რელიგიის, რასის თუ პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენლებისადმი აგრესიის სტიმულირებას იწვევს. მათი მტკიცებით, სიკვდილის შიში ადამიანს იმ ჯგუფთან აჯაჭვებს, რომელთან იდენტიფიცირებასაც წლების განმავლობაში ახდენდა, ამყარებს უკვე არსებულ შეხედულებებსა და რწმენებს, თუმცა ამავდროულად იწვევს პოლარიზაციის გაზრდას სხვაგვარად მოაზროვნე ჯგუფებთან. შესაბამისად, ვინაიდან სიკვდილზე ფიქრი ზოგადად შეხედულებებზე მოქმედებს, ის პოლიტიკურ იდეოლოგიებზეც ახდენს გავლენას. ლიბერალი ლიბერალებად რჩებინა და კიდევ უფრო უპირსპირდებიან კონსერვატორებს, ან პირიქით.
როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ხშირად ვფიქრობთ სიკვდილზე, ქვეცნობიერად მით უფრო გვიჩნდება მარადიული ცხოვრების სურვილი, რაც ბავშვების ყოლისა და ისეთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის სურვილში გამოიხატება, რომელზეც დიდხანს ილაპარაკებენ.
მასალის გამოყენების პირობები






