მთავარი განსახილველ საკითხები "არბიტრაჟის პერსპექტივები საქართველოში, არბიტრაჟის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო კონვენციების შესრულება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებშია".
კონფერენციის მიზანი საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის მიმოხილვა და მისი განვითარების შემაფერხებელ პრობლემებზე მსჯელობაა.
კონფერენციის ფარგლებში მოხდება იმ საკანონმდებლო ინიციატივების გაჟღერებაც, რაც ბიზნესსაზოგადოების და ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმატებული არბიტრაჟის ფორმირებას და განვითარებას.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, მისი მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჭირაქაძე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის ტრიბუნალის თავმჯდომარე იოჰან ბიე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის პრეზიდენტი გენადი პამპუხა, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები.
ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მიაწვდიან ინფორმაციას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არბიტრაჟის განვითარების ისტორიისა და თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






