პრეზიდენტის ელექტრომობილი არასწორი პარკირებისთვის დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს
საზოგადოება - 00:17, 01 Apr, 2013     6489

 


1 აპრილს, დაახლოებით 00:15 საათზე "სითი პარკმა" უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო: სპეციალური ტექნიკით ორგანიზაციის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტის კუთვნილი ელექტრომობილი, რომელიც ავლაბარში მდებარე რეზიდენციის წინ იყო გაჩერებული, არასწორი პარკირების გამო დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

 

ამ ფაქტის თვითმხილველი "ნიუპოსტის" კორესპონდენტი გახდა. როგორც ის იტყობინება, "სითი პარკის" თანამშრომლებმა ადგილზე კომენტარი არ გააკეთეს. ავტომანქანის გადაყვანის პროცესში მათთან საკონტაქტოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოსულა.

 

"ნიუპოსტის" კორესპონდენტი დაცულ სადგომშიც იმყოფებოდა და დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ესაუბრა:

 

"დიახ, ვადასტურებთ, რომ ვიცოდით, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ელექტრომობილი. მეტსაც გეტყვით, ახლა გვყავს გაგზავნილი ჯგუფი პრემიერმინისტრის ბიზნესცენტრთან, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ავტომანქანები არასწორადაა პარკირებული. თუ მათ შორის არის პრემიერმინისტრის ავტომობილი, მასაც გადმოვიყვანთ. კანონი ყველასთვის კანონია", - განაცხადა "სითი პარკის" დირექტორის მოადგილემ დურმიშხან ხუმრობაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომენტარისთვის დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მაშინვე მოხდა, როგორც კი 1 აპრილი შემოვიდა, ანუ "სითი პარკის" სპეცტექნიკა რეზიდენციასთან 00:05 საათზე გამოჩნდა. ეს დღე ზოგიერთ ქვეყანაში "სულელების დღედ" მოიხსენიება. დამკვიდრებული ტრადიციით, 1 აპრილს ერთმანეთს, ძირითადად, უწყინარ ტყუილებს ეუბნებიან. ბოლო დროს ამ დღის აღნიშვნაში პრესაც ჩაერთო: სხვადასხვა გამოცემები პირველ აპრილს ხშირად ავრცელებენ სკანდალურ ფაქტებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42