გიგლა გობეჩია: ახალციხის უნივერსიტეტში პროცესები პოლიტიკური ნიშნით ვითარდება
პოზიცია - 22:15, 31 Mar, 2013     1967

 

 

-რის საფუძველზე მოხდა თქვენი უნივერსიტეტიდან გათავისუფლება და რატომ გახდა თქვენი თანამდებობა ვაკანტური, იმ პირობებში, როდესაც თქვენ კონკურენტი არ გყოლიათ ?


- დავიწყებ სულ თავიდან. გასაუბრების წინა დღეს 5 მარტს მე ვიყავი ახალციხეში, ხოლო გასაუბრება დანიშნული იყო 6 მარტს დღის 1საათზე, ამავე დღეს 2 საათზე თბილისში ტარდებოდა ტექნიკურ საინჟინრო აკადემიის კრება არჩევნებთან დაკავშირებით და მე მთხოვეს პრეზიდიუმიდან, რომ როგორც საინჟინრო აკადემიის წევრი დავსწრებოდი ამ შეხვედრას. ამ საკითხის მოსაგვარებლად შევედი ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელთან ნანა ტალახაძესთან, ვიყავი ასული რექტორთან, რომელიც არ დამხვა იქ, მაგრამ მის ნაცვლად საქმის კურსში ჩავაყენე პრორექტორი. მან მთხოვა, რომ დამერეკა კომისიის თავმჯდომარისთვის და ისიც ჩამეყენებინა საქმის კურსში, მე მასაც დავურეკე და ამიტომ, ყველა იყო გაფრთხილებული ჩემი მხრიდან, რომ 6 მარტს მე არ ვიქნებოდი უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ მე სამივე პიროვნება ჩაყენებული მყავდა საქმის კურსში, არცერთ მათგანს არ უთქვამს ჩემთვის, რომ გასაუბრებაზე დარჩენა სავალდებულო იყო, მათ მხოლოდ მირჩიეს. რომ მცოდნოდა, ჩემს იქ არ ყოფნას ეს შედეგი მოჰყვებოდა არ წავიდოდი თბილისში.


-როგორც საკონკურსო კომისის თავმჯდომარე ნესტან სულავა აცხადებს, თქვენ მან გითხრათ, რომ ჩაგეხედათ დებულებაში, რადგან დებულებით თქვენი დასწრება აუცილებელი იყო გასაუბრებაზე, რატომ არ შეამოწმეთ თქვენი უფლება-მოვალეობები?


_ მე დავინტერესდი და ჩავიხედე დებულებაში, რომლის მიხედვითაც თურმე როგორც ხელძღვანელობა აცხადებს სავალდებულო იყო დასწრება, მაგრამ ამ დებულებებში ასეთი არაფერი ეწერა. როგორც შემდეგ გავარკვიე დებულება შეუცვლიათ ისე, რომ ცვლილების შესახებ საქმის კურსში არავის ჩავუყენებივარ. ის მომენტი მიმყარებს ზურგს, რომ მე კონკურენტი არ მყოლია და ასეთ დიდი პრობლემას ჩემს იქ არ ყოფნაში ვერ ვხედავ. მათ შეეძლოთ სულ სხვანაირად გადაეწყვიტათ ეს საკითხი, ყოველგვარი ოქმებისა და დებულებების გარეშე, მაგრამ ეს იყო მათი არჩევანი. კი ბატონო, კომისიამ იმუშავა სწორად და ობიექტურად, დანარჩენი ქმედება, უკვე, ჩემზე იყო დამოკიდებული.


_არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენ შემოგთავაზეს საათობრივი ანაზღაურება და ამაზე უარი განაცხადეთ, რამ გამოიწვია თქვენი უარი?


_ არავის არ შემოუთავაზებია საათობრივი ანაზღაურება და როგორ უნდა მეთქვა მასზე უარი? მინდა მათ ვუთხრა მათ, რომ თავი დაანებონ ამ ქოსა ტყუილობანას. ფაქტია ის, რომ სასწავლო პროცესი გაჩერდა შუა წელში და ვიღაცამ უნდა გააგრძელოს ეს, მაგრამ იმაზე თუ ვინ უნდა გააგრძელოს სასწავლო პროცესი, ამაზე უნდა ეფიქრა კომისიის წევრებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ა.შ. ის, რომ ჩემი დათხოვნის მიზეზი დებულებაა ჩემთვის სასაცილოა. როგორც გავარკვიე კომისიის სხდომის დროს იყო სხვადასხვა თემებზე საუბარი, ვიღაცას ჩემი ბიოგრაფიის რაღაც ნაწილი არ მოეწონა, თუ კიდევ რაღაც არ ვიცი... ფაქტია, რომ კომისიამ რომელმაც იხელმძღვანელა უნივერსიტეტის დებულებით, რომელიც მე დასწრებას არ მავალდებულებდა, საკუთარი განჩინებით მიიღო გადაწყვეტილება.


_როდის და ვისი მეშვეობით გაიგეთ, რომ თქვენ ახალციხის უნივერსიტეტში კანონის მიხედვით აღარ გქონდათ ლექციების ჩატარების უფლება?


_ სანამ საიტზე არ დაიდებოდა შედეგები მე მათი გადაწყვეტილება არ ვიცოდი. ხუთშაბათამდე ჩემთან არავის არ დაურეკავს, ერთადერთი ვინც დამირეკა ფაკულტეტიდან იყო ქალბატონი ნანა ტალახაძე და მიუხედავად ჩემი მისდამი დიდი სიმპატიისა და პატივისცემისა მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი არც ადამიანურად და არც იურიდიულად სწორად არ მოიქცნენ.


_როგორც რექტორმა სტუდენტებთან საუბარში განაცხადა, ის დაგიკავშირდათ თქვენ, რა ტიპის საუბარი შედგა თქვენსა და მერაბ ბერიძეს შორის?


- არავითარი ზარი არ ყოფილა რექტორის და ვერ ვხვდები რაში სჭირდებათ ეს ტყუილები, ეს ისეთი დეტალებია, რომლებიც მე საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ მათ პორტრეტებს საკმაოდ ცხადად წარმოაჩენს. მათ ბავშვებიც კი არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში, კვირას მე დავურეკე სტუდენტებს და გავაფრთხილე, რომ არ ჩამოსულიყვნენ სოფლებიდან, რადგან მე იურიდიული უფება აღარ მქონდა ლექციების ჩატარების. გამოვიდა, რომ სტუდენტები შუა გზაზე დარჩნენ. რატომ არ ჩავედი და რატომ ვერ გრძელდება სასწავლო პროცესი ეს ბუმ იკითხოს, ბუს დიდი თავი აქვს, მისი გასარკვევია.


_თქვენ გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ახასიათებთ, რაზე დაყრდნობით აცხადებთ ამას?


_ძალიან კარგად ვიცი ძაღლის თავი სად არის დამარხული. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების ორი ვერსია მაქვს. პირველი ეს არის ის, რომ რექტორმა კომისიის ხელით გადაწყვიტა ჩემი მოშორება და ვინც მიცნობს იცის,რომ გიგლა გობეჩია მართვას არ ექვემდებრება და ვიღაცეების ლაქუცითა არ მიცხოვრია არასოდეს. მე ვთქვი, რომ რექტორი რომელიც მე ახალციხის უნივერსიტეტში დამხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდა ძალიან კარგი ორგანიზატორი იყო, ყველამ კარგად იცის და ხედავდა რა გააკეთა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონმა თინამ და ძნელია, როდესაც ასეთ ადამიანს შეცვლი ისეთით, რომლის მიმართაც არის ძალიან ბევრი შეკითხვა. მთელი ცხოვრების მანძილზე საამაყოდ მექნება, ის, რომ 20 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტს, რომელსაც სტამბა არ ჰქონდა და შეეძლო ბატონ მერაბს თავისი რექტორობის პერიოდში გაეკეთებინა და მიეხედა უნივერსიტეტისთვის, მაგრამ, მას ეს არ გაუკეთებია და მე ეს გავაკეთე, დღეს ის სტამბა მოგებაზე მუშაობს. ახალციხის უნივერსიტეტს საამაყოდ ექნება, რომ პირველმა შექმნა სტუდენტური ინტერნეტ-გაზეთი და ეს ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა, პრეს-კლუბი აღვადგინე... მეტი რა მომესწრო ამ სამ-ოთხ წელიწადში? ძალიან ცნობილი პიროვნებებიც ჩამოვიყვანე და მეტი რა ევალება ასოცირებულ პროფესორს მე არ ვიცი.


-ხომ არ უკავშირებთ თქვენს გათავისუფლებას ახალციხის უნივერსიტეტში მომხადარ ბოლო დროინდელ მოვლენებს? ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა ახალქალაქის კოლეჯი და რამდენადაც მე მახსოვს ამას თქვენი მკვეთრად გამოხატული საწინააღმდეგო დამოკიდებულება მოჰყვა?


_ მე ნამდვილად მქონდა მკვეთრად გამოხატული საწინააღმდეგო პოზიცია. მიმაჩნია, რომ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სახელმწიფოს მიერ გასაფრთხილებელი სათუთი ორგანიზმი ქართულ საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო სფეროში, ეს სხვა ტიპის უნივერსიტეტია. მე კატეგორიული ვიყავი ჩემს შეფასებებში და ამას ვერავინ დამიშლის ვერც ბერიძე, ვერც ტალახაძე, ვერ ქურდაძე და ვერც სხვები.
არსებობს შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ვიღაც ვიღაცეებს აუცილებლად მოუწევთ. ეს არ ხდება რექტორისა და პრორექტორის დონეზე, ეს ხდება განათლების სამინისტროს მესვეურთა დონეზე. მე მაინტერესებს ვინ სთავაზობს ასეთ კანდიდატებს პრემიერ-მინისტრს, ვგულისხმობ უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს და დიდი გამოძიება და ფიცი მტკიცი არ სჭირდება იმის თქმას, რომ ის პროცესები, რაც ახალციხის უნივერსიტეტში განვითარდა ბოლო პერიოდში და ახლაც ვითარდება, არის ტიპიური პოლიტიკური ნიშნით დახასიათებული.


_ მიიღეთ თუ არა რაიმე სახის დოკუნეტაცია თქვენი გათავისუფლების შემდეგ?


-ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია, რას ნიშნავს მათი ეს საქციელი? თუ მხოლოდ დებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ და თუ ამაზეა საუბარი დებულებებით სამ აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს ახლანდელ რექტორს და მხოლოდ ჩემთან მიმართებაში ახსენდება ეს თითიდან გამოწვეული დებულება და სხვასთან არ ახსენდება? ერთადერთი, რაც მაბრკოლებს ეს არის ბავშვებთან ურთიერთობა და ბევრისგან განსხვავებით მე არ მახასიათებს ის, რომ ჩემს სტუდენტებს ზევიდან ვუყურო, ცოტა იქით გაიხედოს ბევრმა იმ კომისიის წევრმა და გადახედონ მათ ურთიერთობას სტუდენტებთან. ჩემს სტუდენტებს ვუყურებ, როგორც ჩემს პატარა კოლეგებს და ადამიანებს, თაობას, რომელთაც ქართული ჟურნალისტიკის უღელი უნდა ზიდონ უახლოეს მომავალში და ამიტომ ვალდებული ვარ ჩავიდე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებს ყველაფერი ავუხსნა და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ თავი დაანებონ ამ ქოსა ტყუილებს. როდესაც ცხოვრობ რაღაც მინის გამჭვირვალე სასახლეში და სხვის ბოსტანში ქვას ისვრი, იმ ბოსტნიდან შეიძლება კენჭი წამოვიდეს და ჩამოგეფშვნას თავზე ყველაფერი და ამის გაკეთება ძალიან ადვილია.


_ და ბოლოს აპირებთ თუ არა რექტორთან შეხვედრას?


_ მე მხოლოდ ჩემს სტუდენტებთან შესახვედრად მივდივარ, მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ისინი მე არ დამიტოვებია შუა გზაზე, მინდა მათ ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ დამატოვებინეს და ამაზე ბუმ უნდა გასცეს მათ პასუხი. თუ იყო შემოთავაზება რექტორის მხრიდან, რა თქმა უნდა, შევხვდები. სხვა შემთხვევაში, ამას ჩემი ინიციატივით ნამდვილად არ გავაკეთებ, რადგან იმდენად მაქვს ადამიანურად გული გატეხილი, რომ ხელმძღვანელობისკენ გახედვაც კი არ მინდა. მე არ ვიცი ექნებათ თუ არა მათ რაიმე სახის შემოთავაზება, მაგრამ მე აღარ მინდა მათთან თანამშრომლობა და ერთადერთი, რამაც შესაძლებელია პოზიცია შემაცვლევინოს, ეს არის ჩემი სტუდენტები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და მეიმედებიან.

 



მარი ცინცაძე
,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42