11-წლიანი თანაცხოვრება ერთმა შხაპის მიღებამ დაანგრია - ისტორია,რომელმაც მთელ მსოფლიოში იმოგზაურა
ეს საინტერესოა - 13:50, 24 Feb, 2016     146804
ოჯახური ცხოვრება ხშირად აწყდება ხოლმე სიურპრიზებს. სამწუხაროდ, ისინი ყოველთვის სასიამოვნო არ არის.

როდესაც მელანის ქმარი ბანაობდა, ქალმა მის მკერდზე უცნაური სილურჯე შენიშნა. შხაპიდან გამოსულს როცა დააკვირდა, ნათლად დაინახა, რომ ეს ნაკბენი იყო. ამ წუთიდან დაიწყო უსიამოვნო საუბარი, რომელსაც საბოლოოდ 11 წლიანი თანაცხოვრების დასრულება მოჰყვა.

მელანიმ წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც თითქმის მთელ სოფლიოში იმოგზაურა.


"ძვირფასი ჯენიფერ!
მადლობა იმისთვის, რომ გასულ ღამეს ჩემს ქმარს მკერდი დაუკბინე. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორი კოშმარისგან იხსენი ჩემი შვილები. ჯილდოდ, სამუდამოდ გითმობ ჩემს ქმარს მუდმივი მოხმარებისთვის, ოღონდ გაითვალისწინე, რომ ამ საჩუქარს გარკვეული ნიუანსები აქვს:

1. არც კი გქონდეს მისი ფულის იმედი! ჩვენ ორი შვილი გვყავს და მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მათ აღზრდას მოხმარდება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ერთად ცხოვრების პერიოდში არ მაძლევდა მუშაობის უფლებას და მეუბნებოდა, რომ მე დიასახლისი უნდა ვყოფილიყავი!

2. შემოსე... როდესაც მის ცხოვრებაში შენი არსებობის შესახებ

გავიგე, მოულოდნელად ჩვენს კარადაში ჩრჩილი გაჩნდა და მთელი მისი ტანსაცმელი შეჭამა. ასე რომ, ის შენთან პრაქტიკულად შიშველი მიდის. პრინციპში, შენთვის ეს უკეთესიც არის!


3. დაივიწყე ის უქმეებზე! მან შვილები უნდა ნახოს, შენ კი ჩემს შვილებთან ახლოსაც არ მიგიშვებ!

4. ვერ ეღირსები ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შენ მას ადრე ვერ შეხვდი, ნამდვილად ძალიან კარგი იყო. მაგრამ 4 წლის წინ, მიღებული ტრავმის გამო, მისი „მანქანა“ მწყობრიდან გამოვიდა. ასე რომ, გამაგრდი.

5. არც კი ეცადო, რომ უკან დამიბრუნო. აღარ მინდა მისი დანახვა ჩემ გვერდით!

6. ყველაფერ მომხდარში ის შენ დაგადანაშაულებს. როცა გუშინ ყველაფერს მივხვდი, თავი ვერ შევიკავე და გავარტყი. საპასუხოდ ბოდიშები მოვისმინე. მესმის, რომ ჩხუბი გამოსავალი არ არის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და სულაც არ მრცხვენია!

7. და ბოლოს: მზად იყავი, რომ მე გამუდმებით შეგაწუხებთ და გასაქანს არ მოგცემთ. უბრალოდ, მინდა რეგულარულად დავრწმუნდე, რომ მასაც ისევე სტკივა, როგორც ახლა ჩემს შვილებს.

კიდევ ერთხელ ტაშს გიკრავ და მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ჩემს ქმარს მკერდზე "სასიყვარულო გზავნილი" დაუტოვე. გილოცავ ახალ კაცს!

ის მთლიანად შენია!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42