"ჩემო ძვირფასო და ერთგულო თანამოქალაქენო, მოგესალმებით! მოგეხსენებათ Zonder Official-ის შექმნა გამოწვეული იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოაყალიბებული სადამსჯელო რაზმების და ზონდერეის გამოსააშკარავებლად!!!
დღეს Zonder Official-ის ადმინი, თქვენი მონა მორჩლი დაბარებული ვარ პოლიციაში, ყველასთვის ცნობილი ზონდერ ჯგუფების შემქმნელის განცხადების საფუძველზე!!!", - წერს ადმინისტრატორი.
ადმინისტრატორი არ მიუთითებს, საიდან გახდა ცნობილი პოლიციისთვის მისი ვინაობა.
Zonder Official "ფეისბუქზე წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა. გვერდი 4 ათასზე მეტ მომხმარებელს მოსწონს. გვერდზე ქვეყნდებოდა ფოტოები, სადაც მონიშნული იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთაც გვერდის ადმინისტრაცია "ზონდერს" უწოდებდა და ხშირად სახელსა და გვარსაც ასახელებდა.
აღსანიშნავია, რომ Zonder Official-ის გვერდზე მოხვდა ასევე რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის ფოტო, რომლებსაც გვერდის ადმინისტრაციამ "მედიაზონდერები" უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






