ის გახდა პირველი ბავშვი, რომელიც უნიკალური მეთოდით დაიბადა - სასწაულები ნამდვილად ხდება
ეს საინტერესოა - 15:35, 23 Feb, 2016     74685
ისტორიაში პირველად, შვედეთში, საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად, მსოფლიოში პირველი ბავშვი დაიბადა. უნიკალური მეთოდი პირველად და წარმატებით, გასულ წელს, გოტენბურგის უნივერსიტეტის ექიმებმა გამოიყენეს. 36 წლის შვედი ქალი მალინი რაკიტან-კიუსტნერის სინდრომით, საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ამიტომ თავიდანვე შეგუებული იყო, რომ შვილს ვერასოდეს გააჩენდა.

მალინსა და კლასს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და შვილის ყოლას სუროგატი დედის დახმარებით აპირებდნენ. თუმცა, მათ ცხოვრებაში ნამდვილი სასაწაული მოხდა. მალინის 61 წლის ნათესავმა, რომელსაც შვილები და შვილიშვილებიც ჰყავდა, გადაწყვიტა წყვილისთვის საშვილოსნო დაეთმო.

სარისკო ექსპერიმენტი გოტენბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა. 36 წლის მალინს 61 წლის ქალის საშვილოსნო გადაუნერგეს. ოპერაციიდან თორმეტი თვის შემდეგ ქალის უკვე ახალ საშვილოსნოში სინჯარიდანემბრიონის იმპლანტირება მოახდინეს (ემბრიონი მისი კვერცხუჯრედისა და მისი პარტნიორის სპერმატოზოიდებისგან იყო შექმნილი). შედეგად დაიბადა ბიჭუნა.

ბავშვი დროზე ადრე დაიბადა, მისი წონა 1,8 კილოგრამი იყო. თუმცა , მის ჯანმრთელობას პრობლემა არ შექმნია. ბიჭუნა ახლა ერთი წლის არის და არაფრით განსხვავდება სხვა ბავშვებისგან. ის ისეთივე ჯანმრთელი და აქტიურია, როგორც მისი თანატოლები.

როგორც გაირკვა, მალინი ერთ-ერთი იყო ექსპერიმენტში მონაწილე 9 ქალბატონიდან, რომლებსაც 2 წლის წინ საშვილოსნო გადაუნერგეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42