დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ გამოდის. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელს 100 კომპანია აწერს. წერილში, რომელიც "თაიმსში" გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში ბრიტანეთის ეკონომიკა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რასაც უმუშევრობის ზრდაც და ინვესტიციების შეჩერება მოჰყვება.
მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა პარლამენტშიისაუნრა. მისი თქმით, ევროკავშირის დატოვების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებით პირველ რიგში მოსახლეობა დაზარალდება.
რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა/დატოვების თაობაზე 23 ივნისს ჩატარდება. ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა კამპანიას ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები






