1. მეტროს სადგური „ფორმოზის ბულვარი“, ტაივანი, ქალაქი გაოსიუნი. ამ სადგურს ბუნებრივი განათება აქვს. ულამაზესი კონსტრუქცია „სინათლის გუმბათი“ ყველაზე დიდია მსოფლიოში, ხოლობუნებრივი სინათლე, რომელიც მასში გადის ულამაზეს პანორამულ განათებას ქმნის.
2. სადგური "კომსომოლკსკაია", მოსკოვი, რუსეთი, უფრო სასახლეს მოგაგონებთ, ვიდრე მეტროპოლიტენის სადგურს, თავისი კოლონებით, მოზაიკით, ჭაღით.

3. ულამაზესი ფრესკებითაა მოხატული სანტიაგოს უნივერსიტეტის ქვეშ მდებარე მეტროს სადგური ჩილეში. იგი აღორძინების ეპოქის ეკლესიას მოგაგონებთ. მხატვარ მარიო ტორალის ნახატები 1200 კვ. მეტრზეა განფენილი. სურათებზე გამოსახულია კონკისტადორები, დიქტატურის პერიოდის რეპრესიები და ჩილეს ისტორიის სხვა მომენტები.

4. მეტროს სადგური „კანერი უორფი“, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ცნობილია თავისი ულამაზესი და მასშტაბური ესკალატორით, რომელმაც სახელი „ყველაზე სარისკო ესკალატორი“ მოიპოვა.

5. მეტროს სადგური „ტ-ცენტრალენი“ და მთლიანად სტოკჰოლმის მეტრო სამართლიანად ატარებს „ხელოვნების მუზეუმის სახელს. ამასთან, „ტ-ცენტრალენი“ სტოკჰოლმის მეტროს სამივე ხაზის ცენტრია, ხოლო მისი ზოგიერთი დარბაზი პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი, რაც ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს. დანარჩენები კი სკულპტურებით, შადრევნებითა და სვეტებითაა დამშვენებული.

6. სადგური „ვესტფრიდჰოფი“ მიუნხენი, გერმანია. ეს სადგური აღიარებულია, როგორც ყველაზე ლამაზი ხელოვნური განათების სადგური. 3,8 მეტრის დიამეტრის 11 გიგანტური ლამპიონი წითელ, ლურჯ და ყვითელ ფერად ანათებს სადგურს და ულამაზეს გარემოს ქმნის.

7. სადგური „ტოლედო“ ნეაპოლში, იტალია ულამაზესი მოზაიკითაა დაფარული და მას დიოდის განათება ამშვენებს, რაც ულამაზეს, სხვადსხვა ფერის პატარა ფილას ღია ცისფრიდან შავ ფერამდე ტონალობას აძლევს.

მასალის გამოყენების პირობები






