ყველა ადამიანს სახეზე აქვს ნიკაპი, ზოგი გამოკვეთილია, ზოგი ძლივს ჩანს, არსებობს ორად გაყოფილიც... მაგრამ რა ფუნქცია აკისრია მას? რა დანიშნულება აქვს მას ჩვენს ანატომიაში?
მეცნიერები ასწლეულებია ამ საკითხზე მსჯელობენ, არსებობს მრავალი სხვადასხვა დასკვნა, თუმცა, მათი საფუძვლიანობა ეჭვქვეშ დგება.
აღსანიშნავია, რომ არც სხვა ძუძუმწუვრებს, არც ადამიანის მსგავს მაიმუნებს და არც ჩვენს უახლოეს წინაპრებს, ნეარდელტალელებს ნიკაპი არ ჰქონიათ, ის მხოლოდ homo sapiens-ს, ანუ ადამიანს ჩამოუყალიბდა.
20-ე საუკუნეში მეცნიერებმა რამოდენიმე ჰიპოთეზა ჩამოაყალიბეს, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ ახსნეს ნიკაპის დანიშნულება.
ნიკაპი, უბრალოდ რომ ვთქვათ, არის ძვლოვანი წანაზარდი ადამიანის ყბის ქვედა ნაწილში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის მხოლოდ homo sapiens-ს გააჩნია.
"სწორედ ეს გახლავთ თანამედროვე ადამიანის ანატომიის ერთერთი საინტერესო მომენტი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიკაპი, თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებისას, მისი ქცევის ან ჭამის თავისებურებების შედეგია. ეს განასხვავებს მას წინამორბედისაგან,“ - აცხადებს ზანეტა ტეიერი, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი.
მკველვარები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე, თუმცა, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაშ მათ სამი ძირითადი ჰიპოთეზა წამოაყენეს.
1. ნიკაპი საჭმლის ღეჭვაში გვეხმარება.
ამ ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანს სჭირდება დამატებითი ძვალი, რომ ყბამ დასძლიოს ის დატვირთვები, რომელიც საჭმლის ღეჭვისას წარმოიშვება.
თითქოს მარტივი ახსნაა, მაგრამ არსებობს ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო რამდენიმე ფაქტორი:
ა) რატომ არ სჭირდება იგივე ძვალი სხვა ძუძუმწოვრებს?
ბ) ადამიანის ყბის სტრუქტურიდან გამომდინარე, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ამგვარი ძვალი ყბების შიდა მხარეს ყოფილიყო განვითარებული.
ამასთან, ღეჭვა ადამიანისათვის დიდი დატვირთვა არაა, რადგან ჩვენ ძირითადად თერმულად დამუშავებილ საკვებს მივირთმევთ.
2. ნიკაპი გვეხმარება ლაპარაკში
მეორე ჰიპოთეზა ემყარება იმ ფაქტს, რომ საუბარში აქტიურად მონაწილე ორგანო - ენა საჭიროებს დამხმარე ძვალს და სწორედ ეს ძვალი არის ნიკაპი.
ამ მოსაზრებასაც აქვს საწინააღმდეგო არგუმენტი, იმის ანალოგიურად, რაც ღეჭვის შემთხვევაში - ლაპარაკი დიდ დატვირთვას არ მოითხოვს, და რომც მოითხოვდეს, უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ის ყბის შიდა ნაწილში ჩამოყალიბებულიყო.
3. ნიკაპი საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლაში გვეხმარება.
ამ ჰიპოთეზის თანახმად, ნიკაპი ჩამოყალიბდა ევოლუციური ადაპტაციისა და სქესობრივი გაყოფის შედეგად.
ამ მისაზრებას თითქოს ცხოველებში არსებული ანალოგიები ამართლებს: რქები, ირმის ან სხვათა შემთხვევაში, ლომის ფაფარი და ა.შ. მაგრამ... ასეთი ნიშნები ხომ მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებს აქვს? ხოლო ნიკაპი - ქალსაც და კაცსაც.
აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ ერთი ჰიპოთეზა - ნიკაპი არის ჩვენი თავის ქალის ნაწილი, რომელმაც ევოლუციური პროცესების შემდეგ ადაპტაცია ვერ განიცადა.
როგორც ცნობილია წინამორბედებთან შედარებით, თავის ქალის ზომის შემცირების შედეგად, ადამიანს აღარ აქვს წარბსზედა რკალი. სწორედ ზომის შემცირების შედეგად არის ნიკაპი გამოკვეთილი. ადრე შესაძლოა ნიკაპი ყბების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა, მაგრამ ადამიანმა საჭმლის მომზადება ისწავლა, ხოლო ნიკაპი დაგვრჩა უფუნქციოდ, რადგან ადამიანს საკვების ღეჭვისთვის ნაკლები ძალა სჭირდება.
ამერიკელი მეცნიერი ჯეიმს პემპუში აცხადებს, რომ ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეზები მცდარია და ნიკაპის დანიშნულება კვლავაც გაურკვეველია.
შესაბამისად, კაცობრიობამ ჯერჯერობით ვერ მოუძებნა მეცნიერული ახსნა, თუ რატომ გვაქვს ნიკაპი, არადა სწორედ სახის ეს დეტალი განგვასხვავებს დედამიწაზე მცხოვრები სხვა არესბებისაგან.
მასალის გამოყენების პირობები