,,ვისაც თხილამურები უყვარს, მთა და დასვენება, ველოდებით სვანეთში“ - ეკონომიკის მინისტრი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:07, 21 Feb, 2016     1595
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის ოფიციალური გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვანეთში იმყოფება.

,,ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თხილამურები, მთა, დასვენება და ტურიზმი, ველოდებთ სვანეთში, რათა ისიამოვნონ და ნახონ, თუ როგორი კარგი გამოვიდა ჩვენი ახალი სათხილამურო კურორტი. დღეს გაიხსენება პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 3,5 კმ-ია, ხოლო წლის განმავლობაში გაიხსნება დანარჩენი 4 მიმართულება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეთნულდზე იქნება ყველა სირთულის ტრასა - როგორც ძალიან რთული ტრასა პროფესიონალებისთვის, ასევე ტრასები დამწყები მოთხილამურეებისთვისაც ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო სათხილამურო კურორტის განვითარებაში, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანია "პომას".

დიმიტრი ქუმსიშვილის ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, "თეთნულდზე" მოეწყობა პრესტურები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტს ეწვევიან ტურისტული კომპანიები.

რაც შეეხება სერვისების განვითარების მიმართულებას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში გაკეთდება გენერალური განაშენიანების გეგმა, ასევე მოხდება მიწების რეგისტრაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42