"ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, პასტორის ცოლს. საუბრისას გავარკვიე, რომ მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაუწყვეტია, არასდროს ეცემა ბავშვი. იმ პერიოდში ბავშვების გაროზგვა გავრცელებული იყო, თუმცა ქალბატონს არ სჯეროდა აღზრდის ამ მეთოდის. მიუხედავად ამისა, ერთხელ მის 5 წლის შვილს ძალიან უცელქია და ქალს მაინც გადაუწყვეტია ბიჭის გაროზგვა.
ქალმა ბიჭი ქუჩაში გაგზავნა, რომ თავადვე ეპოვა დასასჯელი წკეპლა. ბიჭი დიდხანს არ დაბრუნებულა. ბოლოს კი აცრემლებული, ქვით ხელში მისულა და უთქვამს: "დედა, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ აი, ქვა... შეგიძლია, მესროლო".
ქალი მიხვდა, რომ ბავშვის თვალებით ყველაფერი ასე ჩანდა - თუ დედამ გადაწყვიტა, მცემოს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რით გააკეთებს ამას, ქვითაც შეიძლება... დედა შვილს მოეხვია და ატირდა. მან ქვა შეინახა, რომ ხშირად გაეხსენებინა ეს ამბავი და ფაქტი იმისა, რომ ფიზიკური დასჯა გამოსავალი არ არის".
მწერლის ნაამბობმა საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ზუსტად ერთ წელიწადში კი შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სკოლასა და სახლში ბავშვების ფიზიკური დასჯა აკრძალეს.
მასალის გამოყენების პირობები






