ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ვიდეომიმართვა თინა ხიდაშელისადმი
საზოგადოება - 16:18, 30 Mar, 2013     2141

 

ჟურნალისტი, რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" რედაქტორი ლაშა ბერულავა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის წევრს კოალიცია "ქართული ოცნებიდან" თინათინ ხიდაშელს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

 

ვიდეომიმართვის ტექსტი:

 

"მინდა მივმართო ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელმაც მე, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას, გუშინ, გადაცემა "პოზიციაში" გამოსვლის დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მიწოდა.

 

დაახლოებით ერთწუთიან განცხადებაში ქალბატონმა თინამ, მინიმუმ, ორჯერ იცრუა.

 

სიცრუე პირველი: მე, ლაშა ბერულავა, 1995 წლიდან ვარ ჟურნალისტიკაში და არც ამ ხნის განმავლობაში, არც მანამდე, არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

 

რაც შეეხება ატივისტის თემას, ქალბატონ თინას ვურჩევ, რომ აქტივისტებიც და, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გააქტივისტებულებიც მან მოიკითხოს უფრო უახლოეს გარემოცვაში, ვიდრე ჩემთან დაკავშირებით საუბრობს. და მეორეც, ქალბატონო თინა: მე რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ვყოფილიყავი, 2004 წლიდან დაწყებული, ანუ მაშინ, როცა თქვენ ბრძანდებოდით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, ერთხელ მაინც სადმე აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს.

 

და მეორე სიცრუე: ქალბატონო თინა, თქვენ ცრუობთ, როდესაც აცხადებთ, რომ ლაშა ბერულავამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზაცია "ლაზარეს" განცხადება ნამდვილად არსებობდა "ფეისბუქზე" მის ოფიციალურ გვერდზე. თქვენი პრესსამსახურის ხელმძღვანელის თინა ძნელაძის პირველივე თხოვნაზე მე მას გავუგზავნე დასაბუთებული წერილი, ბმულებისა და სქრინ-ფოტოების თანხლებით, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ჩემთვის ამ განცხადების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ჩემი კოლეგის დარეჯან მეფარიშვილის "ფეისბუქ"-გვერდიდან, შემდეგ გადავედი იმ ბმულზე, რომელიც დაიდო დარეჯან მეფარიშვილის გვერდზე, კომენტარების ველში, გადავამოწმე, რომ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არსებობდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავავრცელე ის.

 

ამის შემდეგ "რესპუბლიკურმა პარტიამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ბოდიშის მოხდა მოითხოვა ორგანიზაცია "ლაზარესგან. ხაზს ვუსვამ: ორგანიზაცია "ლაზარესგან" და არა ჟურნალისტისგან ან საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტისგან".

 

შესაბამისად, იბადება კითხვა: თუკი თქვენ, როგორც "პოზიციაში" აღნიშნეთ, ბუნებაში არ გინახავთ ასეთი განცხადება დასახელებული ორგანიზაციის გვერდზე, მაშინ რის საფუძველზე მოითხოვა რესპუბლიკურმა პარტიამ ორგანიზაცია "ლაზარესგან" ბოდიშის მოხდა? და თუკი რესპუბლიკურ პარტიას პრეტენზია ჰქონდა ჟურნალისტის ან სააგენტოს მიმართ, რატომ არ დაფიქსირდა ეს მის მიერ გავრცელებულ პირველივე ოფიციალურ განცხადებაში?

 

ქალბატონო თინა!

 

მე, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გადანაშაულებთ თქვენ, რომ ცილი დამწამეთ, და დამადანაშაულეთ სიცრუის გავრცელებაში, რის გამოც მოგიწოდებთ, საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებ უფლებას, ვიმოქმედო ჩემი შეხედულებისამებრ".

 

ზემოთხსენებული ვიდეომიმართვა გავრცელებულია ასევე ვიდეოპორტალ "იუთუბზე", ამ ბმულზე

 







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42