მძარცველები, რომელთაც ბანკის საცავში წაიქეიფეს - ბანკების ყველაზე თავხედური ძარცვები მსოფლიოში
ეს საინტერესოა - 15:16, 20 Feb, 2016     27378

არსებობს გამონათქვამი, რომ რადგან არსებობს ადგილი, სადაც ფული ინახება, ასევე არსებობს მისი გაძარცვის შესაძლებლობაც, თუ რა თქმა უნდა მძარცველები დახელოვნებული და კარგად მომზადებულნი არიან.

გთავაზობთ ბანკების ყველაზე თავხედური და ორიგინალური ძარცვის ტოპ ხუთეულს.




1. ბრაზილიის ცენტრალური ბანკის გაძარცვა (ფორტალეზა 2005 წ.)

ბრაზილიის ცენტრალური ბანკის გაძარცვაზე მძარცველებმა ჯეროვნად იშრომეს, თუმცა ჩიტი ბღდვნად ღირდა - მათ 69 (ზოგი მონაცემებით 77) მილიონი დოლარი გაიტაცეს.

ქურდებმა ბანკის მიმდებარედ სახლი დაიქირავეს და 80 მეტრიანი გვირაბი გათხარეს, რომელმაც ისინი ფულის საცავთან მიიყვანა. ამ გვირაბის გათხრას მათ 3 თვე მოანდომეს, მასში სავინტილაციო არხი და ელექტროგანათებაც კი მოაწყვეს.

ძარცვა დასვენების დღეს მოხდა, როდესაც მათ 1 მეტრის სისქის ფოლადისა და რკინაბეტონის ფილა გაანგრიეს, გამორთეს დეტექტორები და გამოიტანეს ფული და ძვირფასეულობა რომლის წონაც 3,5 ტონა იყო.



2. ბანკ Societe Generale-ის გაძარცვა (საფრანგეთი 1976 წ.)

ბრაზილიელი „კოლეგების“ მსგავსადფრანგული ბანკის მძარცველებმაც გათხარეს გვირაბი, მაგრამ 10-ჯერ მოკლე მანძილის.

თუმცა, ეს ყველაზე დახვეწილი ძარცვა იყო მსოფლიოს ისტორიაში. ერთერთ დღესასწაულზე, 1976 წელს მძარცველები ალბერტ სპაჯირის მეთაურობით ბანკის საცავში შევიდნენ და მას... 4 დღის განმავლობაში „ასუფთავებდნენ“.

ამასთან, ბანკის საცავში მათ წაიქეიფეს კიდევაც და კედლები ცნობილი ადამიანების შიშველი ფოტოებით მორთეს.

მათ კედელზე ლოზუნგიც დატოვეს - „იარაღის, ძალადობისა და სიძულვილის გარეშე“. მოპარული თანხა 10 მილიონს შეადგენდა.

3. Antwerp Diamond Center-ის ზარცვა (ბელგია, 2003 წ.)

ანტვერპენში მდებარე ეს დაწესებულება არ არის კლასიკური ბანკი, იგი ძვირფასი ქვების საცავია. ეს ძვირფასი ქვების ყველაზე მასშტაბური ძარცვაა მსოფლიოში. მძარცველები 2 წლის განმავლობაში აგროვებდნენ ინფორმაციას, სწავლობდნენ უსაფრთხოების სისტემას, გააკეთეს გასაღებების ასლები, მოიფიქრეს, როგორ შეცვალონ ვიდეოჩანაწერები.

სწორედ ამ შრომატევადი სამუშაოსა და დიდი ნებისყოფისა და მოთმინების შედეგად მძარცველებმა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს - 160 საცავიდან ხელუხლებელი მხოლოდ 37 დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ამჟამად ციხეშია, მოპარული ძვირფასი ქვები დღესაც არ არის ნაპოვნი.

4. Banco Andalucia-ს ძარცვა (მარბელა, ესპანეთი, 1982 წ.)

ეს ძარცვა საკმაოდ კურიოზუილია, თუმცა, მოპარული თანხა სახუმარო ნამდვილად არ არის. სამი ახალგაზრდა იტალიელი, გოგონა და ორი მამაკაცი 1982 წელს შობის წინა დღეს ესპანეთში ქალაქ მარბელაში ჩავიდა. მათ ჩვეულებრივი ტურისტების სახით დაიქირავეს ოთახი, რომელსაც აღნიშნულ ბანკთან ერთი კედელი ჰქონდა. მათ ადვილად მოახერხეს ამ ერთადერთი დაბრკოლების დაშლა და ბანკის საცავში მოხვდნენ. იქ მათ დიდი ხანი არ დაჰყვეს და 15 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხეს.



5. ჰიტლერული გერმანიის რეიხსბანკი (გერმანია, 1945 წ.)

ეს ყველაზე ამოუცნობი ძარცვაა მსოფლიოს ისტორიაში. რეიხსბანკიდან ჰიტელური გერმანიის ოქროს მარაგი მოიპარეს. იგი 3, 34 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო. ოქროს ეს მარაგი რაოდენობით მხოლოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ოქროს თუ ჩამორჩებოდა. ბევრი ექსპერტი თუ ფინანსისტი აცხადებდა, რომ რეიხსბანკში - ნაცისტების მთავარ ბანკში, დიდი ოდენობით ძვირფასეულობა ინახებოდა, რომელიც ჰიტლერმა და მისმა თანამებრძოლებმა ევროპისა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაიტაცეს. 1946 წელს ბანკი, ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ საფუძვლიანად გაჩხრიკეს და შეამოწმეს, მაგრამ ღირებული ვერაფერი იპოვეს. ისტყორიკოსებსა და ექსპერტებს შორის დღემდე მიმდინარეობს დავა, იყო თუ არა საერთოდ ეს თანხა ამ ბანკში, თუ სხვა ადგილას ინახებოდა. და თუ იყო, ვინ და როდის შესძლო მისი მოპარვა თუ წაღება. ამ საიდუმლოს ისტორია საგულდაგულოდ ინახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42