კექსისთვის დაგვჭირდება:2 მოზრდილი ფორთოხლის ცედრა,1 ჭიქა შაქარი, 250 მლ. ფორტოხლის წვენი,1ჩ/კ სოდა+ძმარი,1/2 ჩ/ჭ
მზესუმზირის ზეთი,2,5 ჩ/ჭ ფქვილი.
მომზადება:შაქარი და ფორთოხლის წვენი ათქვიფოთ(შაქარი სანამ არ გაიხსნება),დავამატოთ ზეთი,სოდა ძმრით,ცედრა და ბოლოს ფქვილი.ფორმას წავუსვათ ზეთი და ფქვილი მოვაყაროთ,ჩავასხათ მომზადებული მასა და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ 40 წუთი(თუ გაშლილ ფორმას გამოიყენებთ ცხობისთვის ნაკლები დრო დაგჭირდებათ) ჰაერღუმელში.
მოსართავად დაგვჭირდება 3 ფორთოხალი,2 ჭიქა შაქარი და 1/2 ჭიქა წყალი,ვანილი გემოვნებით(კექსზე დამავიწდა დამეწერა).
ფორთოხალი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად,ჩავალაგოთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში,დავასხათ წყალი და დუღილიდან 3-4 წუთში გადმოვდგათ,გადავწუროთ საწურში.შაქარი და წყალი წამოვადუღოთ და ჩავაწყოთ ფორთოხლის ნაჭრები,12-15 წუთში გაადმოვდგათ.მრგვალი ნაჭრები შუაზე გავჭრათ,სიროფი მოვასხათ კექსს და ფორთოხლით გავაფორმოთ(სიროფი ოდნავ მოასხით და კექსი სხვა ლარნაგზე გადაიტანეთ).მარხვა დაიწყო,ღმერთმა შეგვაძლებინოს!გაამოთ!!!
მაიკო უჩავა საბერძნეთიდან..
მასალის გამოყენების პირობები






