მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცირე მეწარმეებს 100 000 თუთის ნერგი გადაეცემათ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:22, 19 Feb, 2016     2321

საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია "ასკანელი ძმების“ დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა ჯიმშერ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა „ასკანელი ძმების“ მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ წარმატებული თანამშრომლობით, ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება.

„ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები. ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არის წარმატებული ბიზნესმენი, ვთხოვეთ შეექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებდა. მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია. ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ბიზნესმენებს, დაგვხმარებოდნენ კონცეფციის განხორციელებაში. ძალიან სასიხარულოა, რომ წამოწყებას გამოეხმაურა „ასკანელების ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, რომელმაც სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უზბეკეთიდან, შემოიტანა 100 000 თუთის ნერგი და აჩუქა სახელმწიფოს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა არის წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობა ასევე შეაფასა კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

„ამ ნერგების დარიგებით მეაბრეშუმეობის განვითარებას შეეწყობა ხელი. ეს ზოგადად მოსახლეობის დასაქმების და მეაბრეშუმეობის გადარჩენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ძალიან მონდომებულია, საინტერესო პროექტების განვითარებას უწყობს ხელს და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში,“ – აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42