ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი, დევიდ კემერონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი ბრიუსელში მოლაპარაკებების პროცესს განაგრძობენ.
დონალდ ტუსკის თქმით, პროგრესი შეთანხების მიღწევაზე უკვე არის, თუმცა საბოლოო შედეგამდე ბერვი რამ არის გასაკეთებელი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი შემადგენლობა უნდა შენარჩუნდეს, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ბრიტანეთთან ახლი შეთანხმების პირობები სხვა ქვეყნებისთვის.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს, მისი თქმით, ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის მოთხოვნები ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






