NATO მომავალში ირანთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს - ჯეიმს აპატურაი
მსოფლიო - 13:39, 18 Feb, 2016     1366
ნატო მომავალში ირანთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა:

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს მომავალში, რაღაც მომენტში და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება- ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“- განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაიმ აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ალიანსი ირანთან თანამშრომლობას არ გეგმავს, რადგან ირანული მხრიდან ამასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი სიგნალი არ მიუღია.

სპეციალური წარმომადგენლის თქმით, სანქციების მოხსნა და ბირთვული შეთანხმება ირანს ახალ შესაძლებლობებს უხსნის და საშუალებას აძლევს რეგიონში გაცილებით კონსტრუქციული როლი ითამაშოს.

„მაგრამ, ამავე დროს ირანს შეუძლია ითამაშოს ნაკლებ კონსტრუქციული როლის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი პირველ გზას აირჩევენ“- განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაის თქმით, ირანი, როგორც დიდებული ქვეყანა დიდებული ისტორიით , შეძლებს რეგიონში პოზიტიური როლის თამაშს.

„ირანმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა უნდა შეძლონ მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეს კი ყველასთვის სასარგებლო იქნება“- განაცხადა აპატურაიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42