გასწირა თუ არა სინამდვილეში ხელისუფლებამ ახალაია?
პოზიცია - 18:23, 27 Sep, 2012     2010

მსგავსი რამ თუ არჩევნების წინ არ ხდება, ადამიანს გიკვირს კიდეც. თან ისე ხდება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ორივე ბანაკი–ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცდილობს არა იმას, რომ ამომრჩეველზე იყოს ორიენტირებული, არამედ მოწინააღმდეგეზე. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ როცა კანდიდატი ამომრჩეველთან სიტყვით გამოდის, პირველად მოწინააღმდეგის ლანძღვას იწყებს. ამიტომაცაა, რომ კომპრომატების ომი გადამწყვეტ ფაზაში სწორედ ოთხი წლის თავზე შედის ხოლმე. ჰოდა, მოდას ხელისუფლება და ოპოზიცია ამჯერადაც აჰყვა. კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, შემაძრწუნებელი იყო და ადამიანს ლოგიკური აზროვნების უნარი დააკარგვინა. ამიტომაც მოხდა, რომ ბევრმა ექსპერტმა, თუ ექსპერტად მონათლულმა ანალიზისა და პროგნოზების გაკეთებისაგან თავი შეიკავა. ციხეში გადაღებული კადრები ის შემთხვევა იყო, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება გაერთიანდა და ,,შეშფოთების, აღშფოთების, გმობის“ პროცესი ზედმიწევნით იდენტურად წარმართეს. ქრონოლოგიურად, პროცესები ასე განვითარდა–ხელისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური ნაწილი (თავს ვიკავებ ოპოზიციური ძალის დაკონკრეტებისგან, რადგან მირჩევნია ზოგადად ტერმინი ,,ოპოზიციური ნაწილი“– გამოვიყენო, ვიდრე კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს დავუწერო სანიმუშო ქულა), აპირებდა, წინასარჩევნოდ გამოექვეყნებინა კომპრომატი ხელისუფლების ჩასაძირად. თუმცა ეს არ იყო მცდელობა იმისა, რომ თავდაყირა დაეყენებინათ იმ ადამიანთა პოზიცია, რომელთაც მყარად ჰქონდათ განსაზღვრული, ვის მისცემდნენ ხმას ამ არჩევნებში. ეს ტრიუკი გათვლილი იყო იმ ადამიანებზე, ვინც ჯერ კიდევ მერყეობდა და არჩევანს ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის აკეთებდა. ეს იყო ტრიუკი მათთვის, ვინც შიშის გამო თავს იკავებდა თავისი პოზიცია საჯაროდ გამოეხატა. მოკლედ, ხელისუფლებამ ამ ოპოზიციურ ნაწილს დაასწორო. იმ მიზნით, რომ ოპოზიციას აღვირს ამოსდებდა, ,,ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ მისეული ვარიანტი გამოაქვეყნა. ამ მასალების სააშკარაოზე გამოტანით, ხელისუფლებამ ივარაუდა, რომ საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ მეტ ნდობას დასთესდა, ვიდრე ოპოზიციის მიმართ, თუმცა ბევრი ნაბიჯი ბოლომდე ვერ გათვალა. მეორე ბანაკი, მიხვდა რა, რომ მასალების გამოქვეყნება დაუძველდა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ხალხის შოკში ჩაგდება მაინც გამოუვიდა. დაიწყო მასობრივი გამოსვლები, ერი და ბერი გაერთიანდა და მეტიც...ზედაპირულად ისე ჩანდა, რომ ხელისუფლება თავის თავს გაემიჯნა. ყველამ, მათ შორის ხელისუფლების ბობოლა წარმომადგენლებმაც დაგმეს ციხეში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ისე წარმოჩნდა, თითქოს მათ არ იცოდნენ , რეალურად რა ხდებოდა საპატიმროებში და ,,უი, დედა, ეს რა დაგვემართა“–ს პოზიციიდან მოძღვრეს ხალხი. უსინდისოდ თავის მართლება კიდევ ერთხელ იღებს სამარცხვინო სახეს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები იფარგლებიან მხოლოდ იმით, რომ გადააყენეს ორი მინისტრი და ციხის უფროსები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. არადა, სისასტიკით ცნობილი მერვე საპყრობილის დირექტორი, მელაძე ჯერ კიდევ როდის გამოემშვიდობა თანამდებობას პატიმრების წამების გამო. თითქოსდა მელაძის გაწირვით პრობლემა აღმოიფხვრა. თვალის ასახვევად კი, საპატიმროებში სისტემური კრიზისი სწორედ წინასაარჩევნოდ გამოჩნდა.თუმცა ამ ფაქტების შესახებ ყველა მაღალჩინოსანმა იცოდა და მეტიც, ყველა მწამებელი და ჯალათი თავის უფროსს სწორედ ამ კადრებით უმტკიცებდა კარგად მუშაობას და ერთგულებას. ის ფაქტიც კარგად მახსოვს, ციხეში მომუშავე ჩემს მეზობელს ხელი რომ ჰქონდა ნაღრძობი და ტრამვატოლოგიურში მკურნალობდა. მოგვიანებით გავიგე, თურმე პატიმრის ცემისას დაიზიანა. ბუნებრივია, სამსახურმა აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები.ერთ–ერთი საინტერესო დეტალი ის გახლდათ, რომ ყველას მიერ დაგმობის პარალელურად ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, საკუთარ შვილს გაემიჯნა ცნობილი ,,ნაციონალური მამა“–როლანდ ახალაია. ახლა მსჯელობამ იმაზე, თუ რა უფრო ძვირფასი იყო–პარტია თუ შვილი, პოლიტიკური სვლები სხვადასხვაგვარად გადაათამაშა. ბაჩო ახალაია, ერთადერთს რომ დაბრალდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ამაზრზენი ქმედებები, გადადგა, მაგრამ მისმა ძმამ თანამდებობა შეინარჩუნა, შესაბამისად, ბაჩო ახალაიას გადადგომით არც არაფერი შეცვლილა. ამის პარალელურად, ხელისუფლებამ დიდი საჩუქარი გაუკეთა სამეგრელოში, კერძოდ კი, ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატს, როლანდ ახალაიას და საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის აქციის მეორე დღეს უზარმაზარი მხარდამჭერების სამაგალითო შოუ აჩუქა. თბილისში დღემდე მიმდინარე აქციის მოთხოვნის–,,დაისაჯოს ახალაია“!, ყურის მგდებელი არავინაა. სამაგიეროდ, პრეზიდენტ სააკაშვილს ნერვიულობამაც გადაუარა და საარჩევნოდ რაღაც გარკვეული გარანტიებით დამუხტულმა გაეროს ტრიბუნაზე ჩვეული მჭევრმეტყველება აფრქვია.
ნელ–ნელა ქართული საზოგადოება ვნება–სიბრაზე–ბრაზდამცხრალი საარჩევნო მწყობრში დგება და ელოდება პირველ ოქტომბერს. თურმე, ყველა ფაქტს, რაც არ უნდა შემზარავი იყოს, დროებითი ეფექტი აქვს. სამწუხაროდ, დიდი დეფექტი აქვს მათ ცხოვრებაში, ვისაც ეს ამაზრზენი ეპიზოდები თავს გადახდა.
ოპოზიციის გასაგონად კი, ბოლოს დავძენდი–ხელისუფლება იმდენ არგუმენტს აძლევს მას არჩევნების მოსაგებად, რომ მიკვირს კიდეც, როგორ უნდა წააგოს არჩევნები!

 

ჟანა ასანიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42