პატარას დედა 3 წლის წინ გარდაეცვალა - რა ბედი ელის ქობულეთელ მოძალადე მამას?!
კრიმინალი - 14:03, 17 Feb, 2016     7061
სისხლჩაქცევები ყურებზე, საფეთქელზე და ფეხის მიდამოში - ამ დაზიანებებით მიიყვანა 4 წლის ავთო მამამ კერძო ბაღში გუშინ დილით.

„რაო-რაოს“ დირექცია შეშფოთდა იმ დაზიანებებით, რომელიც ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა. ამიტომ ბაღის დირექტორმა დახმარებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

სოც.მუშაკმა თამარ ღუნაშვილმა მცირეწლოვნის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ბავშვი სოციალურ მუშაკთან და სამართალდამცავებთან ერთად ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც გადაიყვანეს.

მოძალადე მამა, რომელმაც 4 წლის ბავშვის ცემაშია ეჭვმიტანილი შს სამმართველოში გუშინვე დაკითხეს. შსს-ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც „ნიუპოსტს“ ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მთავარმა მენეჯერმა რაულ პაქსაძემ განუცხადა, პაციენტი უკვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

„პაციენტი კლინიკაში 18:30 საათზე შემოიყვანეს. პატარას სისხლჩაქცევა ორივე ბარძაყზე და თავის მიდამოებში აღენიშნებოდა. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ექიმმა ის უკვე გაწერა“- აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა.

„ნიუპოსტმა“ ის სოციალური მუშაკიც ჩაწერა, რომელმაც ბავშვი კლინიკაში შემდეგ კი ექსპერტიზაზე წაიყვანა.

თამარ ღუნაშვილი აცხადებს, რომ პატარა ბათუმში სოციალური მუშაკების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

მისი თქმით, მამის მიერ ბავშვზე ძალადობა სოფელ ცეცხლაურში 16 თებერვალს განხორციელდა.

„ბავშვს სახის არეში ძლიერი ჩაქცევები აღენიშნებოდა. დაჟეჟილობა აღენიშნებოდა ასევე ორივე ბარძაყზე. როგორც სოციალურმა მუშაკმა, ვალდებულება ავიღე, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილიყო, რომ შეემოწმებინათ ექიმებს, ჰქონდა თუ არა ადგილი შინაგან დაზიანებებს “ - აღნიშნა სოც.მუშაკმა.

- მამის მიერ ბავშვზე ძალადობის შესახებ საიდან გახდა თქვენთვის ცნობილი დედა დაგიკავშირდათ?

- იმ ბაღის გამგე დამიკავშირდა, სადაც მამამ ნაცემი შვილი მიიყვანა.

- თუ არის თქვენთვის მომხდარის დეტალები ცნობილი?

- დაუსტებით იმის თქმა, რომ ბავშვზე აქამდეც იყო ძალადობა შეუძლებელია, რადგან ეს ფაქტი ბაღიდან გამჟავნდა. რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო აღნიშნული ბაღის გამგეს, რომელიც შეაშფოთა ნანახმა და დაგვიკავშირდა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, მე როგორც ვიცი ბავშვს დედა სამი წლის წინ გარდაეცვალა. ის მამასთან ერთად იზრდებოდა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42