უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:27, 30 Aug, 2021     2767

ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით მოიპოვონ ინფორმაცია.

კიბერ დამნაშაავეები სამი სქემით მოქმედებენ:

1. ფიშინგ ვებ-გვერდები:

კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან.

2. თაღლითური მეილები:

კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.

3. თაღლითური sms და ზარები:

კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან:

· ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;

· მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.

· დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;

· არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;

· თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა;

· არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;

· თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42