ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს პოსტს, სახელწოდებით „რომელი ვაქცინა ჯობს“ და ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს ვრცლად გვაცნობს.
„რომელი ვაქცინა ჯობს ?!
მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:
ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.
ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ)
ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.
ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.
ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ).
100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:
დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)
დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%)
დიახ ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%)
დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%)
ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები, საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.
აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია“-წერს ფხაკაძე.
მასალის გამოყენების პირობები