ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 13:29, 17 Feb, 2016     1064
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. უშანგი ჩხეიძის N33-სა და ხეთაგუროვის N6-ში მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებლმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

უშანგი ჩხეიძის N33-ში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რამდენიმე დღის დღის წინ დაიწყო და მარტის დასაწყისში დასრულდება. 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მიმდინარეობს გზის დაზიანებული საფარის მოხსნა, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი.

ხეთაგუროვის N6-ში, მდებარე კორპუსის ეზოში შეიცვალა წყლის მილი. აღნიშნულ მისამართზე დაგეგმილია 1000 მ2 ასფალტის საფარის დაგება.

„ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. 2016 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია ათეულობით შიდა ეზოსა და ქუჩის მოწესრიგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტენდერში გარჯვებულმა კომპანიებმა ხარისხიანად და გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყონ მიმდინარე სამუშაოების შესრულება.“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 650 000 ლარია გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42