გურიაში, უმძიმეს პირობებში მცხოვრებ შშმ პირს სოციალური დახმარება მოუხსნეს
საზოგადოება - 13:03, 17 Feb, 2016     2023
ავარიულ სახლში მცხოვრებ შშმ პირს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში კიკვაძეების სოციალურად შეჭირვებული ოჯახი უკვე რვა თვეა მოხსნილი ფულადი შემწეობის აღდგენას ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ კიკვაძეები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის 150 ლარიანი პენსიით ირჩენს თავს, მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასზე მეტია.

ორსართულიანი სახლი, სადაც კიკვაძეები ცხოვრობენ ავარიულია და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს. ოჯახის სამივე წევრს კი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

17 წლის დათო კიკვაძე შეზღუდული შესაძლებლობისაა და ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. მისი მშობლები ჯერ არც საპენსიო ასაკის არიან და არც დასაქმებულები.ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შვილის პენსიაა. სოციალური დახმარების აღდგენას კი დღემდე უშედეგოდ ელოდებიან: "ასეთი შეჭირვებული ოჯახი იშვიათია რომ ნახოთ დაბაში. საცხოვრებელი პირობები ამათ არა აქვთ და შემოსავალი. არც ერთს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, რომ წავიდნენ და თურქეთში მაინც იმუშაონ. შეშაც არ ჰქონდათ, მიმართეს დაბის ხელმძღვანელობას დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ ჯერობით არავის არაფერი მოუტანია. ჩვენ რაც შეგვიძლია გვერდით ვუდგავართ, მაგარმ ცოდვები არიან. იატაკი აყრილი აქვთ სახლში, სახურავიც გამოსაცვლელია, სახლი ავარიული. ახალგაზრდა შვილი სავარძელში უზით და იმასაც ვერ უკეთებენ, რომ სხვა მხრივ შეუწყონ ხელი. ამათ თუ არ ეკუთვნით დახმარება, მაშინ რისთვის არსებობს საერთოდ ეს სააგენტო"-გვეუბნებიან მეზობლები.

დაბა ნასაკირალში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ანზორ კეკელიძე გვეუბნება, რომ დაბაში კიკვაძეების ოჯახი ფაქტიურად ყველაზე მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და სოციალურ სააგენტოს მხრიდან არასწორ მიდგომებსაც უსვამს ხაზს: "როგორ შეიძლება მათ დახმარება არ ჰქონდეთ? უმძიმესი პირობები აქვთ. ძალიან უკმაყოფილო ვარ სოციალური სააგენტოს მუშაობით. საერთოდ არ კონტაქტობენ ჩვენთან. ამოვლენ, როგორც უნდათ ისე მოუხსნიან და დაუნიშნავენ დახმარებას ნებისმიერს. ხომ შეიძლება ჩვენც გვკითხონ, ვინ არის რეალურად გაჭირვებული და ვინ არა. ამ ბავშვს ახალი ეტლიც სჭირდება, იმიტომ გაიზარდა და აღარ ეტევა ძველში, ესეც ვერ მოაგვარეს".

კიკვაძეების უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს დაბაში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე, დავით ტუნაძე: "მე როგორც მითხრეს, ოჯახს დახმარება შეუწყდა იმის გამო, რომ მათი შვილი, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდა, მაგრამ ის გოგო გათხოვილია როგორც ვიცი და რასთან გვაქვს საქმე ვერ გავიგე. წარმოუდგენლად მძიმე პირობებში ცხოვრობენ. შეშა გვთხოვეს, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოხერხდა დახმარება. ჩვენ ადგილზე ქარსაცავი ზოლის მეტი არაფერი გაგვაჩნია და, ალბათ გამგეობა დაეხმარება"-გვითხრა ტუნაძემ.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42