როგორც ინტერვიუდან გაირკვა განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე უკრაინულ სცენაზე ქალიშვილთან, ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად წარსდგება. მათთან ერთად უკრაინელი მსმენელისთვის ბუბა კიკაბიძეც იმღერებს.
გამოცემამ ქართველ პრიმადონას საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებაც ჰკითხა.
"და მაინც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა ოდესის ოლქის გუბერნატორია. ვიცი, ბევრი ქართველი მიხეილ სააკაშვილზე გაბრაზებულიც კია იმის გამო, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?"- ასე ჟღერდა ელენა პოსკანნაიას კითხვა, რომელსაც ნანი ბრეგვაძემ ასე უპასუხა:
"ეს მე არ მეხება. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. საქართველო - ჩემი მშვენიერი ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გიყვარდეს მეტად. ვერ წარმომიდგენია, დავტოვო თბილისი! მეორეს მხრივ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიემგზავრებიან ე.ი ასეა საჭირო. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი: არც ერთი ქართველი სამუდამოდ არ დარჩენილა საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოდესმე, ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას"- აღნიშნა ბრეგვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები