იმისათვის, რომ ეს წიგნები თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ჩაიტვირთოს, საჭიროა ტელეფონში გქონდეთ „საბას“ აპლიკაცია Saba Reader. აპლიკაციაში არსებულQR ღილაკზე ერთი დაჭერით სასურველი წიგნი მომენტალურად განთავსდება პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.
„საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები განთავსებულია ბაკურიანში დიდველისა და კოხტას სათხილამურო ტრასასთან, ასევე გუდაურში, რამდენიმე ადგილას. ამ ბიბლიოთეკებში ათობით წიგნია განთავსებული, რომელთა ჩამოტვირთვაც მათზე დატანილი QR კოდითაა შესაძლებელი. აქ არის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, უცხოური ბესტსელერების ქართული თარგმანები.
პროექტის მიზანია მთის კურორტების სტუმრების თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრონული წიგნების უფასოდ მიწოდება და, დასვენებისა და სპორტის პარალელურად, წიგნის კითხვის ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები






