რომელი სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსზე დღეს გახდება ცნობილი, როდესაც ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree - ერთ-ერთი გადაცემა "კომუნიკატორის" ეთერში დასახელდება.
საერთაშორისო ჟიურის და მაყურებლის არჩევანს ნიკა კოჩაროვის & Young Georgian Lolitaz პირდაპირ ეთერში შეიტყობენ. მუსიკოსები გერმანიაში იმყოფებიან. საქართველოდან ევროვიზიისთვისრჩეულ სიმღერას ისინი უკვე ხვალ ბერლინის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმისჩამწერ სტუდია "რედბულ სტუდიოში" ჩაწერენ.
4 თებერვლიდან, მაყურებელს 5 სიმღერიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ჰქონდა. მათი მოსმენა და შეფასება შესაძლებელი იყო პირველი არხის ეთერში და ვებგვერდზე - 1 tv.ge. სატელეფონოზარები სტაციონალური ტელეფონიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იყო. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ასევე, ინტერნეტსივრცეში.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისსგაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები