,,სირიაში გეიქცაო... რომ გამწარდება ქვესკნელშიც წავა...სოფელი დაიცალა“ - უბედური ყოფა გურიის სოფელში (რეპორტაჟი)
საზოგადოება - 17:26, 14 Feb, 2016     4847
„ქვაბღაში ყველას ლამაზი მთისა და ქეიფის გამო უნდა ამოსვლა, მაგრამ მარტო ლამაზი მთები არ არის აქ, ხალხიცაა, რომელსაც შუქი ეთიშება, არ აქვს მაღაზია და სამედიცინო ამბულატორია“.- ამ სიტყვებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში ასულებს, ადგილობრივები გვეუბნებიან.

სოფელი მოსახლეობისგან დიდი ხანია დაიცალა და ახლა აქ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში მხოლოდ მოხუცები შემორჩნენ და ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილები.

ქვაბღა ზაფხულობით ცოცხლდება - მაშინ, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს, მძიმე პირობების გამო, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. აქ კი დიდთოვლიანი, გრძელი ზამთრები იცის. იქაურები მთელი ზამთრის სამყოფ საკვებს შემოდგომაზე იმარაგებენ.

ჩოხატაურიდან ქვაბღამდე სულ 30 კილომეტრია. სოფლამდე მისასვლელად მოსახლეობას ცენტრალური გზიდან 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. გზა კი დაზიანებულია და მძღოლებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. სოფელში არ არის საბავშო ბაღი, მაღაზია და სამედიცინო პუნქტი. დანგრეული და გამოკეტილი სახლები სოფელში მრავლად შეგხვდებათ. ეზოებშიც ძირითადად ხანდაზმულები სხედან. წელს იყო შემთხვევა, დიდთოვლობის დროს გზის არარსებობის გამო, ავადმყოფები ცენტრალურ გზამდე ციგებით ჩაიყვანეს: „თუ ხელისუფლებამ ხელი არ შეგვიწყო და არ დაგვეხმარა, აქ რა გავაკეთოთ, კლდეებს ვუყუროთ?! “.

ადგილობრივები სოფლისთვის მთის კანონის მინიჭებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სოფელი ამ სტატუსის მინიჭებისათვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ ეს ტრანსპორტის არარსებობაა.

„ყველაფერი პრობლემაა ამ სოფელში. რამდენი ხელისუფლება მოვიდა, ჩვენი პრობლემა არ მოგვარდა არასრდოს. ტრანსპორტის პრობლემა არ მოგვიგვარეს, რომ კვირაში ერთხელ რაიონში ჩავიდეთ. ავტობუსი დაენიშნათ და ჩვენ ფულს გადავიხდიდით. ხმის მიცემა კი უნდათ და არაფრის გამკეთებლები არ არიან. ხელფასი ჩვენთან არ არის და პენსია, სოციალურად დაუცველები ვართ და კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. თუ რომელიმე არჩევნებში ხელისუფლებას ხმა მიეცი, მერე გეტყვიან შენ იმისტი იყავიო და არ გეკუთვნის დახმარება, იმან მოგცეს რასაც ითხოვო“

„მთიანი ზონაა ჩვენი სოფელი, ჩხაკაურამ და ზოტმა თუ მიიღეს მაღალმთიანის სტატუსი, იმაზე მაღლაა ჩვენი სოფელი. 600 მეტრი ზღვის დონიდან, ალბათ ნაბეღლავის ცენტრიდან განსაზღვრეს, რომლის თემშიც შედის ქვაბღა. არც ბაღი გვაქვს და არც მაღაზია. ერთადერთი სკოლაა, რაც გააკეთეს და ესეც იმ ხელისუფლებამ. ეს ხელისუფლება სპეციალურად იმისთვისაა მოსული, რომ იმ ხელისუფლებას მისცეს სათქმელი.

„შეშა მოვჭრათ-ცნობა არ გვაქვს, ტყეში ვერ მოვდივართ, ფული აქ გვაქვს. მაღალმთიან სოფელში რით ვირჩინოთ თავი?! გაზომონ ეს სიმაღლე და მოგვცენ მთის სტატუსი. თუ არაფერი არ გვეკუთვნის და არ გვთლიან ადამიანებად, დავტოვებთ და წავალთ საერთოდ ქვეყნიდან. იძულებულს გხვდიან, მთავრობის სახლთან ჩავიდეთ და საპროტესტო აქციები გავმართოთ. მე იმიტომ ავირჩიე ეს მთავრობა, გვერდით დაუდგეს გლეხებს და ესენი, ჩვენს საწინააღმდეგო კანონს იღებენ. სირიაში გეიქცა ხალხიო, სირიაში კი არა, რომ გამწარდება ქვესკნელში წავა. ერთი, გლეხისთვის მორგებული კანონი მანახეთ ამ ხელისუფლებამ რაც მიიღო. დამასაქმა თუ რა ქნა ამ ხელისუფლებამ? ესაა ხელისუფლება?!. როდესაც პირველად მიიღეს მთის კანონი, ეს იყო ედუარ შევარდნაძის დროს. ჩვენს სოფელს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და ვსარგებლობდით შეღავათებით“. - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, შოთა ჭაღალიძე.

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, ადგილობრივები სოფელში გამრიცხველიანებას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ხშირად ელექტრო ენერგიის გარეშე არიან დარჩენილები.

„რას ვდარდობ იცი? რომ მოვკდებით, დამმარხავი არ გვეყოლება სოფელში. სოფელი დაიქცა, აღარავინ აღარ დარჩა. რამდენიმე დღის წინ მეზობელი ავად გახდა და სასწრაფომდე ციგით ჩავიყვანეთ. 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს! ყოველ დილით ვეხმიანებით ერთმანეთს ერთი გორიდან მეორეზე, რომ ცოცხალი ვართ, ესაა ცხოვრება? თვეში ერთხელ ხელისუფლების წარმომადგენელი არ უნდა მოვიდეს ხალხთან? გარდა ამისა, ვითხოვთ გამრიცხველიანებას, რომელიც ასევე სერიოზული პრობლემაა. უამინდობის დროს, ხშირად ელექტროენერგიის გარეშე ვრჩებით“ - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, შოთა ირემაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვაბღაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, აქ სამედიცინო ამბულატორია თითქმის 20 წელია აღარ ფუნქციონირებს. ნონა ქილიფთარი წლებია სოფლის ექთანია. მას პაციენტების მიღება სახლში უწევს, მოსახლეობას კი ექიმთან მისვლამდე, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა.

„მედპერსონალს უგზობიის გამო პრობლემები ექმნებათ, დიდთოვლობის დროს, გზა რომ ვერ გაიწმინდა დროულად, ავადმყოფები ციგით ჩავიყვანეთ ცენტრამდე. არის შემთხვევები, როცა სასწრაფო ვერ ავიდა მოსახლეობამდე. მოყინული იყო და ვერ მოძრაობდა მანქანა. სოფელში სამედიცინო პუნქტი აუცილებლად გვჭირდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენთვის. პატარა ბავშვებსა და მოხუცებს, ექიმთან მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა არ შეუძლიათ. ტრანსპორტი კი ყველას არ აქვს. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო სასწარაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმებს და ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც გვერდით უდგას მაღალმთიან სოფელს. ყოველ წელს მიდიან სოფლიდან ოჯახები და აქ აღარ ბრუნდებიან. რამდენიმე წელიწადში აქ ნასახლარები დარჩება. ეს მთის კანონი შეუწყობდა ხელს მოსახლეობას, არ დაეტოვებინათ სოფელი. ჩვენი მოთხოვნაა, თავიდან მოხდეს ზღვის დონის სოფლის გაზომვა. თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა და თუ ჩავეტევით დროში მაგას ვდარდობთ“

მუჰამედ ირემაძე გაღმა ქვაბღის უხუცესია, ამბობს, რომ ხელისუფლება მაღალმთიან სოფელს ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

„კლიმატური პირობები ცუდია აქ. ზამთარში 5 მეტრამდე თოვლიც მოსულა. არის შემთხვევები, როცა გზა ვერ იწმინდება და რაიონულ ცენტრს რამდენიმე დღით მოწყვეტილები ვართ“. ახალგაზრდები სოფლიდან გარბიან. ხელისუფლება ვერ ეხმარება სოფლის მოსახლეობას ისე, როგორც საჭიროა. აქ არსებულ საყანე ფართობებს ტრაქტორი ვერ ამუშავებს, იმიტომ რომ მთიანი ზონაა. ასეთ დროს, სხვა დახმარებები უნდა გასცეს ხელისუფლებამ მაღალმთიანი სოფლისათვის, რომ ხარები ვიქირაოთ და ფართობები დავთესოთ. ძალიან უჭირს გლეხობას“

თეა იოსელიანის რეპორტაჟი გურიის სოფლიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42