კანონის მიხედვით, აკადემიური საბჭოს მიერ ,,შერჩეული“ კანდიდატი რამდენიმე ხანში უნივერსიტეტის სენატმა უნდა დაამტკიცოს. მას რთული არჩევანი აქვს: გახდეს აკადემიური საბჭოს უმსგავსოების თანამონაწილე, გაიზიაროს პასუხისმგებლობა პლაგიატსა და არაფორმალურ მმართველობაზე, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლების, საზოგადოების წინაშე დემონსტრაციულად ხელი აიღოს სამართლიანობასა და ღირსებაზე; ან კიდევ, არ დაეთანხმოს აკადემიურ საბჭოს, უკუაგდოს სკანდალურად დისკრედიტირებული კანდიდატურა კანცლერის პოსტზე და ამით კონფლიქტში შევიდეს აკადემიურ საბჭოსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. აქედან რა სჯობია, ისედაც ნათელი და გასაგებია.
არის კიდევ ერთი, უფრო მარტივი შესაძლებლობა. თავად კანდიდატმა ნინო თოფურიძემ, რომლის მონაწილეობამ ამდენი მითქმა-მოთქმა და ვნებათაღელვა გამოიწვია, სენატის სხდომადე მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ამით ვნებებიც ჩაცხრება, გამოცხადდება ახალი კონკურსი და, რაც მთავარია, პროცესი დაუბრუნდება მშვიდ კალაპოტსა და კანონიერ ჩარჩოს.
მივმართავ სენატის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ვიცნობ და ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო ადამიანები არიან, ბ-ნ ტიტე მოსიას და ბ-ნ ბორის კვარაცხელიას-ჩემს მასწავლებლებს, ბიძინა ლემონჯავას-ჩემს სოხუმელ მეგობარს, ქეთი მარგიანს-ჩემს მოსწავლეს:
იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გულისა და სინდისის კარნახით. არ დაუჯეროთ იმ თავნებებსა და თავგასულებს, ვისაც, რაც მოხდა, არაფრად მიაჩნიათ. ეს შეცდომა ყველას ძვირად დაგვიჯდება. ეხლა სასწორის პინაზე არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი დევნილი საზოგადოების პრესტიჟი და ავტორიტეტია.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმდომარე
მასალის გამოყენების პირობები






