დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს წყალმომარაგება, დღეს, 17:00 საათზე აღუდგება
საზოგადოება - 16:28, 13 Feb, 2016     1369
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ამ დროისთვის, უკვე დაასრულა მარშალ გელოვანის გამზირზე,წყალსადენის ავარიულად დაზიანებული მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წყალმომარაგება დღეს, 17:00 საათზე აღუდგება:

· დიდი დიღმის, ზაჰესისა და ვაშლიჯვრის დასახლებებს, ასევე, გოთუასა და მის მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მარშალ გელოვანის გამზირზე, 900 მმ-იანი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს გუშინ საღამოდან ახორციელებს. სამუშაოების დროში გახანგრძლივება გამოწვეულია იმით, რომ დაზიანების ადგილთან ახლოს გადის სხვადასხვა კომუნიკაციები და მაღალი ძაბვის სადენები, რის გამოც ვერ ხერხდება სპეცტექნიკის გამოყენება და კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს სამუშაოების შესრულება, ძირითადად, ხელით უწევთ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გადაუდებელ სამუშაოებს დღის ბოლომდე მთლიანად დაასრულებს, შესაბამისად, ღამის 12 საათიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად აღუდგება:

· ლუბლიანას, ბელიაშვილისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებს, დიღომი-8-ს, ჟვანიას სახელობის კლინიკასა მიმდებარე კლინიკებს, აშშ-ს საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოებისჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42