რატომ შეარქვეს ,,ნუტელა“ ნუცა ბუზალაძეს თურქეთში -,,სექსუალობა ყველგან შველის ადამიანს“
კულტურა - 14:50, 13 Feb, 2016     4300
დატოვებს თუ არა ნუცა საქართველოს და გადავა თუ არა თურქეთში სამუშაოდ ან რა მისცა მას თურქულ „ახალ ხმაში“ წარუმატებლობამ, ამაზე ნუცა ბუზალაძე თავად საუბრობს.

ნუცა ბუზალაძე: მართალია, თურქული „ახალი ხმის“ პროექტი დავტოვე, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე ვარ. ერთადერთი მომენტი მქონდა გულდასაწყვეტი, როცა გამოაცხადეს, რომ ჩემმა მეტოქემ გაიმარჯვა და მე დავმარცხდი. თუმცა, რომ დავფიქრდი და სიბრაზემ გამიარა, მივხვდი, ამასაც თავისი გამართლება ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ამ პროექტში რომ მივედი, თავიდანვე ვიცოდი, რომ უცხო ქვეყანაში ქართველი, რომელიც არ მღერის თურქულ სიმღერებს, ვერ გაიმარჯვებდა. თან, ტურების დროს, დარბაზში მყოფი მაყურებელი პულტით ირჩევს იმ ტურის გამარჯვებულს. დარბაზში კი, ძირითადად, სოფლიდან, რაიონიდან ან დაბიდან ჩამოსული მაყურებელი ზის და გასაგებიცაა, ვის დაუჭერს ხმას. თუმცა, მე რომ დავტოვე პროექტი, „ტვიტერი“ და თურქული პრესა „აფეთქდა“ – გაასაჩივრეს ეს ფაქტი. თავიდანვე ამბობდნენ, ნუცა გაიმაჯვებს, აშკარა ლიდერიაო. ვხუმრობ, ამ პატარა გოგომ თავი გავიგიჟე და ტერორისტად „გავიჩითე“, თურქული პრესა და სცენა ავაფეთქე-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ფანებმა ზედმეტსახელად „ნუტელა“ დამარქვეს, ანუ ტკბილი ხარო (იცინის).

– რისი დამტკიცება გინდოდა ამ პროექტში მონაწილეობით?

– რისი დამტკიცებაც მინდოდა თურქულ „ახალ ხმაში“ მონაწილეობით, ეს გაკეთდა კიდეც. ანუ, მინდოდა, თურქულ ბაზარზე გასვლა და ამ ქვეყანაში პოპულარობის მოპოვება. ამ პროექტმა ამის საშუალება მომცა. სულ ოთხჯერ გამოვედი რინგზე და რაც ჩემი ჩანაფიქრი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, ასე მოკლე პერიოდში თუ განხორციელდებოდა. ანუ, იმას მივაღწიე, რომ უამრავი ფანი გავიჩინე, პოპულარული გავხდი, გავედი უფრო დიდ ბაზარზე და უამრავი შემოთავაზებაც მივიღე. პროექტში თურქმა ბიჭმა გაიმარჯვა და სხვათა შორის, ამ პროექტს სულ ბიჭები იგებენ, ჯერ გოგოს არ გაუმარჯვია. ვგრძნობდი ჟიურისა და მაყურებლის განწყობას ჩემ მიმართ. არ უნდოდათ პროექტი დამეტოვებინა, თუნდაც იმიტომ, რომ შოუები დამედგა. თუმცა, რაც ჟიურიზე იყო დამოკიდებული, ბოლომდე გააკეთა. მხარში მედგა ჩემი მენტორი ჰადისეც, მაგრამ დარბაზის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერეოდა. რომ წამოვედი, ჰადისე ტიროდა, ვერ წარმოედგინა პროექტიდან ჩემი გამოშვება. დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. სულ მეუბნებოდა, იმსახურებ ფინალში გადასვლას და გამარჯვებასო. მართლა შოკი იყო მისთვის ჩემი წამოსვლა და ეს სახეზეც ემჩნეოდა. ზოგადად, ჟიურისა და მაყურებლისთვის, განსხვავებული ტიპაჟი ვიყავი – სექსუალური, არანორმალური, სხვა განზომილება, თავისი სასიმღერო ჟანრით, ჩაცმის სტილითა და სიგიჟეებით.

– გამოდის, რომ სასიმღერო ნიჭთან ერთად, სექსუალურობა, სიგიჟე, არანორმალურობა გიწყობდა ხელს ტურიდან ტურში გადასასვლელად?

– არანორმალურობა, სიგიჟე და სექსუალურობა ყველგან შველის ადამიანს (იცინის). მით უმეტეს სცენაზე თუ დგახარ – თავი უნდა გაიგიჟო, აბა, რა! ისეთი კონკურენციაა მსოფლიოს შოუ-ბაზარზე, ეს ყველაფერი ერთად თუ არ გაქვს, არ გაგიჟდი, გადაირიე და თავი არ მოიკალი, მარტო შენი ხმა არავის აინტერესებს, ვერაფერს მიაღწევ.

– თქვი, უამრავი შემოთავაზება მივიღეო. თუ საიდუმლო არ არის, რა შემოთავაზებაზეა საუბარი?

– თურქულ ახალ პროექტში მიმიწვიეს, რომელიც სიმღერას არ ეხება, თუმცა, ჯერჯერობით ამის ბოლომდე თქმის უფლება არ მაქვს. მარტში იწყება გადაღებები და ამის მერე, კიდევ ახალი ამბავი მაქვს – კლიპი უნდა გადავიღო სტამბულში. ასევე, კონცერტებია დაგეგმილი, სადაც მიწვეული ვარ. მოკლედ, მე რისი მიღწევაც მინდოდა თურქეთში, ფაქტია, გამოვიდა. ამ ქვეყნიდან კი, ახლა სად მოვხვდები, არავინ იცის. თურქებს მართლა ძალიან შევუყვარდი და მიკვირს კიდეც, როგორ შეიძლება, უცხოელი ასე შეგიყვარდეს. ბევრი მეკითხება, საცხოვრებლად ხომ არ აპირებ თურქეთში გადასვლასო. რასაკვირველია, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ შემიძლია, კვირაში ორჯერ გადავფრინდე და გადმოვფრინდე. თურქეთი ამერიკა ხომ არ არის, საათობით ცაში იყო გამოკიდებული? მეც ვივლი, რა პრობლემაა? ახლა 19 წლის ვარ, კიდევ ორი წელი და 21-ის გავხდები, საერთაშორისოდ სრულწლოვანი ვიქნები და აი, მერე დავფიქრდები ამერიკაზე.

წყარო: ,,თბილისელები“, ამონარიდი ინტერვიუდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42