განათლების სამინისტრო ახალი საგნის "მე და საზოგადოების" შესახებ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:06, 12 Feb, 2016     1905
მედიაში გავრცელებულ სტატიას „განგაშის ზარები“ განათლების სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და აღნიშნულ სტატიას ცილისმწამებლურს უწოდებს. უწყების განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მედიით გავრცელებულ ცილისმწამებლურ სტატიას „განგაშის ზარები“, რომლის ავტორი გურამ ფალავანდიშვილი (შპს უძრავი ქონების ფირმა „ერდო“), გამიზნულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და განათლების სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აცხადებს: „განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენ შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს - ახალი სავალდებულო საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"-ს მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთის მხრივ, ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორეს მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა.“

თუმცა, აღნიშნული „შემზარავი“ მიზნების მტკიცებულებებად ავტორს მოჰყავს ამონარიდები არა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტიდან, არამედ 2004 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არაფორმალური განათლების მიზნით ნათარგმნი რესურსიდან “კომპასი“.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინიტროს ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების დოკუმენტს ხსენებულ გამოცემასა და სტატიაში მოყვანილ ციტატებთან საერთო არაფერი გააჩნია. ამასთან, ასეთი კავშირის დანახვა არც საღი აზროვნებისა და ლოგიკის, არც ეთიკისა თუ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კონტექსტში აღიქმება.

ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ისაუბრო სახელმძღვანელოს არსებობაზე, როდესაც ჯერ სასწავლო გეგმა არ არის დამტკიცებული.

საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის მიზანი მოსწავლის პიროვნული და ღირებულებათა სისტემის განვითარებაა. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; შესძინოს საბაზისო ცოდნა საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ; გამოუმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში შეუწყობს ხელს. შესაბამისად, „მე და საზოგადოების“ სასწავლო პროგრამაში საგნის მიზნებისა და ასაკის შესაბამისად განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე; რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის შრომა; რატომ და როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰიგიენა, უსაფრთხოების წესები, ქუჩაში მოძრაობის წესები; როგორ შეიძლება ავირიდოთ დაავადებების გავრცელება; როგორ ვიმოქმედოთ ბუნებრივი კატასტროფების დროს; როგორ მოვუფრთხილდეთ მშობლიურ გარემოს; რატომ და როგორ უნდა იყოს ყველა ბავშვის უფლებები დაცული. საინტერესოა, ჩამოთვლილთაგან რომელი თემა აღიქმება როგორც „ბილწი და უსაშინლესი მამათმავლური ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა“?!

სასწავლო გეგმის შემუშავებაში მასწავლებლები, ექსპერტები, ფსიქოლოგები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, იგი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქმედ პედაგოგებთან, მშობლებთან, აკადემიურ წრეებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. სასწავლო გეგმის პროექტი ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ასეთი გახსნილობის ფონზე ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა - რა მიზანს ემსახურება აღნიშნული თემების ამგვარ კონტექსტში ინტერპრეტაცია?! სავარაუდოდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი საქციელი მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად შეიძლება იყოს გამიზნული და, ამავე დროს, საზოგადოებაში ევროკავშირთან მიმართებით ნეგატიური განწყობის შექმნასა და ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას ემსახურება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისევე, როგორც მთელ ჯანსაღ საზოგადოებას, აქვს ერთი მნიშნველოვანი მიზანი - მომავალმა თაობამ მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი განათლება და ჩამოყალიბდეს ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ, რისთვისაც საჭიროა ეფექტური პროგრამებისა და სახელმძღვანელოების მომზადება. სწორედ ამიტომ სამინისტრო მუშაობდა და მუშაობს ღიაობის პრინციპით. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადდება სამინისტროში - სტანდარტები, სასწავლო გეგმები, მეთოდური გზამკვლევი, პროგრამები, მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები - არის და იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დაინტერესებულ საზოგადოებას ვთხოვთ, დაკვირვებით გაეცნოს საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების მე-3-4 კლასების სტანდარტსა და პროგრამებს და აღმოაჩინოს, რომელ გვერდზე, სად წერია სტატიაში მითითებული ციტატები: „მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ“; „ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით" და სხვა; რომელი ნაწილი აჩენს „სარწმუნოებრივ-ცნობიერებითი გადაგვარების და რელიგიათა, კულტურათა, ეროვნებათა აღრევის შესახებ“ ეჭვებს?

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, დრო და რესურსი იხარჯება „საზოგადოების გადარჩენის“ ცრუ პათოსით და მიზანმიმართული მანიპულაციებით საზოგადოების მოტყუებასა და არარსებულ პრობლემებზე მსჯელობაზე.

ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი და ამ „პასკვილის“ ხელმომწერებად მოგვევლინენ.

ჩვენ გვჯერა საზოგადოების კეთილგონიერების, რომელიც არ დაუშვებს მე-3 და მე-4 კლასელი ბავშვების აღზრდა-განათლების საკითხებით სპეკულირებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ სიცრუის გამავრცელებელნი ვერ შეძლებენ საზოგადოების ემოციების ხარჯზე „ერისკაცობის“ დამტკიცებასა და პოლიტიკური ქულების დაგროვებას.

აქვე ვაცხადებთ, რომ ეს პროვოკაცია პასუხგაუცემელი არ დარჩება - არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის თავს მოხვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

გასაცნობად გთავაზობთ საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების სტანდარტს, რომელშიც ჩამოთვლილია თემები და საკითხები, რომელზეც სამომავლოდ შეიქმნება ამ საგნის სახელმძღვანელოები."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42