„საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“- საიას კვლევა
საზოგადოება - 13:04, 11 Feb, 2016     1738

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2016 წლის 11 თებერვალს კვლევის - „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემების შესწავლა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით საჯარო მოხელის შეფასებისათვის დადგენილი ძირითადი მიმართულებების ანალიზი. ასევე იმ საკითხების განხილვა, რომელებიც „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა მოწესრიგდეს.

კვლევაში დეტალურად არის განხილული: საჯარო მოხელის შეფასების არსი, მიზანი და ძირითადი პრინციპები; შეფასების სისტემის სამართლებრივი რეგულირება; შეფასების სისტემის მოდელები; შეფასების სუბიექტი და შემფასებელი პირი; შეფასების პერიოდულობა; შეფასების პროცესი; შეფასების სახეები, მეთოდები და კრიტერიუმები; შეფასების შედეგები და მათი გავლენა საჯარო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურის მიერ შეფასების შედეგების გასაჩივრება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობების ანალიზის საფუძველზე, საიამ მოამზადა 29 დეტალური რეკომენდაცია, რომელთა შორისაც გამოვყოფთ შემდეგ რეკომენდაციებს:

დაინერგოს საჯარო მოხელის შეფასების სისტემის შერეული მოდელი, რომელიც აერთიანებს ტრადიციული შეფასების სისტემისა და მიზნებზე ორიენტირებული შეფასების სისტემის ელემენტებს;

განისაზღვროს საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და მმართველ პოზიციაზე მყოფი საჯარო მოხელის შეფასების განსხვავებული წესი და კრიტერიუმები;

საჯარო მოხელის ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა შემცირდეს 6 თვემდე და საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის შეფასება მოხდეს ერთხელ, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

განისაზღვროს საჯარო მოხელესა და შემფასებელ პირს/ორგანოს შორის მიზნობრივი შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა; საჯარო მოხელის ინდივიდუალური მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში დაგეგმილი;

საჯარო მოხელის შეფასების მეთოდებად განისაზღვროს თვითშეფასება, გასაუბრება და უშუალო ხელმძღვანელი პირის მიერ შეფასება, ხოლო შეფასების კრიტერიუმებად საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი და სირთულე.

საჯარო მოხელის შეფასების შედეგები აისახოს საჯარო მოხელის დაწინაურების, წახალისებისა და პროფესიული განვითრების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოხელთა შეფასების ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის დანერგვას საქართველოში.

კვლევა განხორციელდა შესაძლებელი გახდა „SIGRID RAUSING TRUST“-ის ფინანსური მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42